,,ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ბათუმში ,,ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა იმყოფებოდა და მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. – პუტინის მარჯვენა ხელი და ფრაქცია”ედინნაია რასსიას”თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა ბათუმში ჩავიდა და მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ოკუპაციის კანონი გააუქმეთ და არ გვიმხელთ ?! – წერს ელისო კილაძე. – მე მინდა ავღნიშნო ამ ოჯახის პატრიოტიზმი, […]
კატეგორია: აქტუალური
,,ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს
,,ქართული მარშის” აქცია მიმდინარეობს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. როგორც აქციაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ,,ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი დაკავებულია. სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, “ქართული მარშის” აქციაზე “ქართული მარშის” წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა.
მიხეილ სააკაშვილი: „შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას ან ლიკვიდაციას არ გამორიცხავს, ამის შესახებ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. სააკაშვილი უახლოეს მომავალში მთელი უკრაინის შემოვლას და კიევში უკრაინელ ხალხთან ერთად დაბრუნებას გეგმავს. – ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ, აქ ჩამსვან, ექსტრადაცია მოახდინონ, ყველაფერი ქნან. მერე რაა, ჩემს 11 წლის შვილსაც ვუყვები, […]
გია ხუხაშვილი: „ამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დრო დაუდგება“
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული საკონსტიტუციო პროექტის იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნება. ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში შეაფასა პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის საკუთარი ვერსია შექმნან. გია ხუხაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ალტერნატიული პროექტის მიღება შეუძლებელი იქნება, არავინ იცის, პოლიტიკური პროცესი ამ ყველაფერს საბოლოოდ სად მიიყვანს. – სამართლებრივად, ანუ ფორმალური სამართლის გაგებით, ამას აზრი […]
მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება 3400-დან 8500-მდე უკრაინული გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით. – ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3.400-დან 8.500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, – დასძინა ადვოკატმა. დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის […]
მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი პასპორტი, რომელიც მომპარეს პეტრო პოროშენკოს აქვს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტი, რომელიც მას მოპარეს, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აქვს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, სასტურმო „ლეოპოლისთან“ განაცხადა, მაშინ, როცა უკრაინელი მესაზღვრეები სასტუმროში მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის გადასაცემად მივიდნენ. – ჩემი ძალიან სანდო წყაროსგან ინფორმაცია მივიღე და ოფიციალურად ვაცხადებ, […]
სააკაშვილი: “კიევში ხალხთან ერთად ჩავალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს”
ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით ის უკრაინის დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩავა, მას შემდეგ რაც ის რეგიონებში და სოფლებში უკრაინელ მოსახლეობას შეხვდება და გაეხნობა იმ მოთხოვნებს რაც მათ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ. სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ხალხთან ერთად ჩავა ის კიევში და შექმნის ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს:„კიევში გავემგზავრები მას შემდეგ […]
ავაკოვმა სააკაშვილი პოლიციაში გამოიძახა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, საბაჟო კონტროლის გასავლელად გამოცხადდეს. – ყველა, ვინც გუშინ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან უნდა გამოცხადდეს, რათა საბაჟო კონტროლის გაფორმების პროცედურა გაიარონ. გარკვეული რაოდენობის ხალხმა ეს უკვე გააკეთა, მათ შორის ჟურნალისტებმა და უცხოელებმა, რომლებიც მიხვდნენ, როგორ ვითარებაში აღმოჩნდნენ, – […]
მიხეილ სააკაშვილს ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები იცავენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები იცავენ. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იტყობინება, მებრძოლები სააკაშვილს მაშინ იცავდნენ, როდესაც ის ლვოვის მერთან ვახშმობდა და არავის უშვებდნენ რესტორანში. მებრძოლებმა, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე რესტორანი დაცვამ რკალში მოაქცია და შიგნით არავის უშვებდა. ვახშმის შემდეგ, სააკაშვილი და სადავოი ჟურნალისტებთან გამოვიდნენ. ლვოვის მერმა , სააკაშვილს უკრაინაში […]
სააკაშვილი ტელეიმედს – ”თქვენ ხართ ივანიშვილის კარის ტელევიზია! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი!”
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია “იმედის” კითხვებს არ უპასუხა. – ხელები გაწიეთ მე არ ველაპარაკები “იმედს”. არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია “იმედი” მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით… მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც […]










