– მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთიანი შეხედულება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკითხზე მსჯელობა სხვა ფორმატში ქვეყნის ფარგლებს […]
კატეგორია: აქტუალური
“დეტალურად გაეცანით ახალ წესებს” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომხმარებელს მიმართავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომხმარებლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალაში შესულ ცვლილებებზე წერს და მომხმარებელს მოუწოდებს, რაც შეიძლება დეტალურად გაეცნონ ახალ წესებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ახალი წესების დეტალურად გაცნობა მომხმარებელს თავიდან აარიდებს პრობლემებს. „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. 2017 წლის 1 […]
ახალ სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება
2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა […]
ლევან ჩაჩუა: “მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”
იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს პოლიტიკური დიალოგის განახლებას საარჩევნო საკითხებზე და მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უბარიეროდ ჩაატაროს, გაისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოწოდება. ამაზე “ახალ თაობასთან” მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა საუბრობს. – მანდატები წინასწარ არის გადანაწილებული. “ქართული იდეა” ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამისკენ სხვა ნამდვილ ოპოზიციასაც მოუწოდებს. ვინც […]
გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს – ჯემ ფესტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს. ფესტივალის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. – სწორედ მაგისთვის ჩამოვედი საქართველში.ვიმყოფებოდი ევროპაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. East European Music Management ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზი დიდი სააგენტო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვსხედვართ და ვეძებთ იმ ფორმულას, რომლითაც შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. იმ მიზნის […]
ოსკარისთვის 4 ქართული ფილმი იბრძოლებს
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. 2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა […]
2017 წელს საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 22-მა მოქალაქემ ითხოვა
2017 წლის 6 თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ერაყის (67), თურქეთის (41), ეგვიპტის (40), ირანის (38), ინდოეთის (24) და რუსეთის (22) მოქალაქეები. მათგან 169-ს საქართველომ თაფშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, 121 შემთხვევაში საქმე […]
გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს 2.500 ევროს გადაუხდის
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას ეხება. – 22.06.1941-08.05.1945 წწ. პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2.500 ევროს ოდენობით. გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის […]
იხმაურებთ – გადაიხდით! – დღეიდან გადაჭარბებული ხმაური დაისჯება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს, ძალაშია. ახალი რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა, დღეიდან ამოქმედდა. კანონის მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული. პირველ ჯერზე სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება […]
თბილისის საპატრულო პოლიციას თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს
თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მიქიაშვილი ამ პოზიციაზე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა. თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციული პრინციპით მოხდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს. რაც შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით მიქიაშვილმა თეიმურაზ კუპატაძის ძველი თანამდებობა დაიკავა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უხელმძღვანელებს.










