კატეგორია: აქტუალური

ახალციხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება 

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, მობილიზუბულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე მანქანის გადაადგილება შეუძლებელია, იქ მხოლოდ საფეხმავლო გზაა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი. ტერიტორიაზე, სადაც მეხანრე-მაშველები იმყოფებიან, გადამღებ ჯგუფებს ასვლის უფლებას […]

სირიაში 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

პანკისიდან სირიაში გადასახლებული ტოხოსაშვილების ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ხეობაში დღეს დილით გავრცელდა. დაღუპულების ახლობლები ამ წუთებში სამძიმარს იღებენ. ადგილობრივების თქმით, ლევან ტოხოსაშვილი და მისი ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა. ლევან ტოხოსაშვილი სოფელ ომალოს მკვიდრი იყო, თუმცა ბოლო ორი წელი, მეუღლესა და შვილებთან ერთად, სირიაში ცხოვრობდა. ეს პანკისის ხეობიდან სირიაში წასულთა […]

“კალაძეს საარჩევნო სიის შედგენაში ხელს უშლიან”

ლევან ხაბეიშვილი: “რამდენიმე გამგებლის დაკავებაა მოსალოდნელი” გასული კვირის ბოლოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. ის “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოიყვანა ციხიდან. წინა ხელისუფლებამ ის თაღლითობის ბრალდებით დააკავა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დაკავებას კორუფციასთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. “ახალ თაობასთან” საუბარში ის დაკავების ნამდვილ მიზეზებზე […]

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

სასამართლო პროცესიდან ცნობილი ხდება, რომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე მისივე ბიუროს თანამშრომლის გარდა, შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ბრალდების მხარის განცხადებით, დეპუტატის შვილი პროკურატურამ თანამშრომლობისთვის გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისი საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ბრალდებით, […]

მაია მიმინოშვილი – “39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა”

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41.000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი […]

ზურაბ ალავიძემ მარია ზახაროვას უპასუხა: “რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო”

– რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა, – განაცხადა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრმა ეს კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის  მარია ზახაროვას იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რუსეთის მხრიდან დახმარების სურვილსა და მათ მხრიდან შესაძლო დივერსიას უკავშირდებოდა. – […]

რუსეთი – “საქართველომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება გვთხოვა, მაგრამ მერე უარი გვითხრა”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში გაჩენილ ტყის ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმული მოსაზრებებს “არაჯანსაღი ფანტაზია” უწოდა და მისი კომენტირებისაგან თავი შეიკავა. – ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობელს, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ხოლო მათ არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვინც ბუნებრივ სტიქიას ანტირუსული ინსინუაციებისათვის იყენებს, არ ვაპირებ, – განაცხადა ზახაროვამ. – ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ […]

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შევიდა. საქართველოს ბიუჯეტის 7 თვის მონაცემებით, სფეროდან მიღებულმა შემოსავლებმა 66 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა კი 37 მილიონი ლარი იყო. მკვეთრი მატება შეინიშნება სათამაშო აპარატებიდან და ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებში. მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლები წელს 13 მილიონი ლარით არის გაზრდილი. […]

ბორჯომი – ხანძრის ჩაქრობაში ჯარი ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო. ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს […]

კვირიკაშვილი – “წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”

შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის კერებთან მუშაობა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია. – წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი […]