ლევან ხაბეიშვილი: “აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას” საქართველოს მთავრობის მეთაურ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურაშიც აპირებს განცხადების შეტანას. როგორც ხაბეიშვილმა “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, ეჭვებს მთავრობის მეთაურის განკარგულება იწვევს, რომლის მიხედვითაც, 62 მუნიციპალიტეტს სასწრაფო წესით უნდა შეეძინა სათვალთვალო კამერები. – მთავრობის განკარგულებით, 62 მუნიციპალიტეტს დაევალა კამერების შესყიდვა. კამერების […]
კატეგორია: აქტუალური
„ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ” – რას წერს ქართველი მოსწავლე გიორგი ორკოდაშვილი
flex-ის გაცვლითი პროგრამით აშშ-ში მყოფი ერთ-ერთი ქართველი მოსწავლე გიორგი ორკოდაშვილი სოციალურ ქსელში ამერიკული სწავლების მოდელის შესახებ წერს. „ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ. 1 კვირაა უკვე რაც სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცოდი ამერიკული სწავლის სისტემის შესახებ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება მაგრამ მაინც დიდი სიხარულით […]
“ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა”
– აგვისტოს თვეში საქართველო ახალ რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვინ და რა ფორმებით აპირებდა ამის განხორციელებას, ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი ლამაზი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ამ ინფორმაციასაც სრულად ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაც ხმამაღლა არ უნდა თქვა. რამდენიმე ხნის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ რუსეთის და […]
გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა”
– მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთიანი შეხედულება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკითხზე მსჯელობა სხვა ფორმატში ქვეყნის ფარგლებს […]
“დეტალურად გაეცანით ახალ წესებს” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომხმარებელს მიმართავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომხმარებლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალაში შესულ ცვლილებებზე წერს და მომხმარებელს მოუწოდებს, რაც შეიძლება დეტალურად გაეცნონ ახალ წესებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ახალი წესების დეტალურად გაცნობა მომხმარებელს თავიდან აარიდებს პრობლემებს. „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. 2017 წლის 1 […]
ახალ სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება
2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა […]
ლევან ჩაჩუა: “მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”
იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს პოლიტიკური დიალოგის განახლებას საარჩევნო საკითხებზე და მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უბარიეროდ ჩაატაროს, გაისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოწოდება. ამაზე “ახალ თაობასთან” მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა საუბრობს. – მანდატები წინასწარ არის გადანაწილებული. “ქართული იდეა” ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამისკენ სხვა ნამდვილ ოპოზიციასაც მოუწოდებს. ვინც […]
გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს – ჯემ ფესტზე ფინანსთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს. ფესტივალის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. – სწორედ მაგისთვის ჩამოვედი საქართველში.ვიმყოფებოდი ევროპაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. East European Music Management ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზი დიდი სააგენტო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვსხედვართ და ვეძებთ იმ ფორმულას, რომლითაც შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. იმ მიზნის […]
ოსკარისთვის 4 ქართული ფილმი იბრძოლებს
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. 2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა […]
2017 წელს საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 22-მა მოქალაქემ ითხოვა
2017 წლის 6 თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ერაყის (67), თურქეთის (41), ეგვიპტის (40), ირანის (38), ინდოეთის (24) და რუსეთის (22) მოქალაქეები. მათგან 169-ს საქართველომ თაფშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, 121 შემთხვევაში საქმე […]










