კატეგორია: აქტუალური

გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს 2.500 ევროს გადაუხდის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას ეხება. – 22.06.1941-08.05.1945 წწ. პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2.500 ევროს ოდენობით. გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის […]

იხმაურებთ – გადაიხდით! – დღეიდან გადაჭარბებული ხმაური დაისჯება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს, ძალაშია. ახალი რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა, დღეიდან ამოქმედდა. კანონის მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული. პირველ ჯერზე სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება […]

თბილისის საპატრულო პოლიციას თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს

თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მიქიაშვილი ამ პოზიციაზე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა. თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციული პრინციპით მოხდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს. რაც შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით მიქიაშვილმა თეიმურაზ კუპატაძის ძველი თანამდებობა დაიკავა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უხელმძღვანელებს.

ამერიკულ “ნიჭიერში” ქართველებმა მეომართა ცეკვა შეასრულეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში “ნიჭიერის” მე-12 სეზონისთვის შესარჩევი ტური მიმდინარეობს, რომელზეც ქართული ცეკვით მოცეკვავეების ჯგუფი სახელწოდებით “დაკარგული ლეგენდები” წარდგა. Hiddenremote-ის განხილვის მიხედვით, მოცეკვავეებმა ჟიურის 5-ივე წევრის მოწონება დაიმსახურეს და შემდეგ შესარჩევ ტურზე გადავიდნენ, თუმცა მოხვდებიან თუ არა კონკურსანტების საბოლოო სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მოცეკვავეებმა “ქართველ მეომართა ცეკვა” შეასრულეს. “ნიჭიერის” ოფიციალური ვებგვერდზე ჯგუფის შესახებ წერია, რომ მოცეკვავეები […]

მეუფე ანტონს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ

 ბაღდათისა და ვანის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ანტონს ბიზნესპარტნიორები უპირისპირდებიან. კომპანია „ბივაინის“ მფლობელები მეუფეს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ: – კომპანიას ხელმძღვანელობს მეუფე ანტონის მეგობარი მამუკა დარჯანია, ახლობელი. ეს იყო ყოფილი სასულიერო პირი. ამ პერიოდში, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, კომპანიის სალაროდან გავიდა ეტაპობრივად თანხები და მოთხოვნა იყო, რომ მეუფეს სჭირდებოდა ეს თანხები. ჯამში შეადგინა 38 […]

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით საქართველოში ჩამობრძანდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება. აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული. საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული […]

კვირიკაშვილმა გურიის გამგებელი გია სალუქვაძე მოხსნა

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას 14 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. – სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე, – აღნიშნა გია სალუქვაძემ. სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. _ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია […]

შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს 

– მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. – მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, […]

მთაწმინდაზე ხანძარია

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ.

2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1.760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა 

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებისთანახმად, 2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1.760 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. თურქეთიდან საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. გერმანიიდან 206 მოქალაქის, ხოლო ისრაელიდან – 200 ქართველი გამოადეპორტეს. საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან, 56-ის საფრანგეთიდან, ხოლო 37-ის საბერძნეთიდან განხორციელდა.