პარლამენტის თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება. – ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი […]
კატეგორია: აქტუალური
,,8 აგვისტოს ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!“
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზდრული ორგანიზაციის წევრები, 8 აგვისტოს, რუსული ოკუპაციის დღეს, აქცია მსვლელობით გააპროტესტებენ.ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და იქიდან რუსეთის საელჩოსკენ გაემართებიან. – როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მტერი 400 მეტრშია, ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდებს, პოლიტიკური კუთვნილების და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უპირველესია, ამიტომ ვაერთიანებთ […]
პოლიციამ “ქართველთა მარშის” ორგანიზატორი გიორგი ონიანი დააკავა
სამართალდამცავებმა “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი რუსთავში დააკავეს. როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ონიანი ძებნილი იყო სსკ-ის 381 -ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა ლადო სადღობელაშვილმაც. „სასამართლოზე არ გამოცხადების გამოა დაკავებული გიორგი ონიანი! საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება! არ იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო ჰქონდა და იძულების მეთოდით მიჰყავთ […]
Gem Fest-იდან ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს – 6 ქართველი, 1 უკრაინელი
Gem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 6 ბიჭი ქართველია, გოგო – უკრაინელი. მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა, 2 გაწერეს. გამოჯანმრთელებულ ახალგაზრდებს ზუგდიდის სამმართველოში კითხავენ. ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 22 წლის გოგო გუშინ გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია იყო. მძიმე იყო 29 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Gem Fest-ის ორგანიზატორებმა და “თეთრმა ხმაურმა” […]
„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება
„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება. ”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. „საქართველოს ლატარიის კომპანია,“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს. – ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, – აღნიშნულია კომპანიის […]
საქართველოში ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდი მუშავდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს სწავლება ცოფის ვირუსის ახლებური მეთოდით გამოკვლევაზე. ლაბორატორიის სპეციალისტები ამუშავებენ ცოფის ვირუსის იდენტიფიკაციის (სექვენირების) მეთოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ცოფის კვლევა მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე. ეს კი მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში. საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება. დაავადების სიმძიმიდან და ცოფის […]
ჯანი ბუკიკიო „ოცნებას“ და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურში ეპატიჟება
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილით უპასუხა. აღნიშნულ წერილს პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს. – როგორც მე ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს, – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ […]
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თბილისში ჩამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1 აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და […]
მაიკ პენსი: „შემდეგი გაჩერება საქართველოა“
შემდეგი გაჩერება საქართველოა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. – მადლობა ესტონეთს მასპინძლობისთვის! პატივი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა და აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის სამხედროებისთვის მიმართვა. შემდეგი გაჩერება საქართველოა, – დაწერა მაიკ პენსმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ […]
ცნობილი კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი მონასტერში იმყოფება
გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი გამოჩნდა. ინფორმაცია „კვირას“ბესიკ დუღაშვილის დამ ანა დუღაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ბესიკ დუღაშვილი ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება. „დედაომ შეგვატყობინა, რომ მონასტერშია. ჯერ არ ვიცით რომელ მონასტერში. მთავარია, რომ ცოცხალია“, – აღნიშნა ანა დუღაშვილმა. ბესიკ დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.










