ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება. როგორც ის ამბობ, მესამე პრეზიდენტთან ისაუბრა იმ ვიდეოკადრებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა. საუბარია გლდანის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ჩანაწერებზე, იქ მოტყუებით გადაყვანისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარის ჩანაწერებზე: “ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და […]
კატეგორია: აქტუალური
ამირან გამყრელიძე – “ომიკრონი საქართველოში დომინანტური შტამი გახდა”
ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ. ექიმები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას. პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი. „ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ […]
ლომჯარია – “სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა არგუმენტირებულია”
სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ მათ ექნებათ მეტი ინფორმაცია, შესაბამის რეკომენდაციას გააჟღერებენ. “დაზარალებულის სტატუსს რაც შეეხება, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ სამართლიანია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა […]
ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, რომელიც პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფს. ახალ სამდივნოს წარმოადგენენ: 1. გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი 2. გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი 3. საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა 4. ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე 5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების […]
თეა წულუკიანი ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ – “კოვიდითაა ავად, მაგრამ მაინც სერიოზულად დაველაპარაკებით”
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად ანა კალანდაძის ორი ლექსია გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყებაში ამბობენ, რომ წიგნის რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას და ამის გამო, “ავადაც გახდა”. ამასთან, უწყება ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საკითხის “სერიოზულად განხილვას” გეგმავს. “2021 წლის 31 […]
ნინო წილოსანი – “ჩემი პირადი პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დატოვება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში „ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა“ და მისი პირადი პოზიცია ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა იქნება. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, ის მაინც გუნდის საერთო პოზიციას დაეთანხმება, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. „კანონმდებლობა და რეგლამენტი მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ […]
კახა წერეთელი – “ხაზარაძის საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება”
სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ საქმის ბოლო „აუცილებლად არის გამართლება“. „პრაქტიკულად სასამართლომ არსებულ სიტუაციაში […]
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე, თუმცა სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის. „დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, […]
ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა, ხანდაზმულობის გამო არ დაიჭერენ
ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული […]
ნაციონალებმა ზაალ უდუმაშვილი თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს. როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება. ინფორმაციისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციას ზაალ […]










