ნიკა გვარამია – “გიორგი გიორგაძე აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა”

ნიკა გვარამია - "გიორგი გიორგაძე აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა"ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება. როგორც ის ამბობ, მესამე პრეზიდენტთან ისაუბრა იმ ვიდეოკადრებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა.

საუბარია გლდანის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ჩანაწერებზე, იქ მოტყუებით გადაყვანისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარის ჩანაწერებზე:

“ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და კიდევ ვაპირებ მასალების დათვალიერებას. მე მაინტერესებდა მას რა აინტერესებს კონკრეტულად და ეს არის გორის ე.წ. საათის ეპიზოდი და კიდევ გლდანში მინდა რამდენიმე ეპიზოდის ნახვა.

მდგომარეობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმები მასთან შეუშვან. გაუგებარი და უკანონოა უარის თქმა ალტერნატიული კონსილიუმის შეშვებაზე და ასევე მკურნალი ექიმის არშეშვება.” განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება დასახელებულ მაღალჩინოსანს გიორგი გიორგაძეს, რომელიც ტყუილში ადვოკატებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, სად გადაჰყავდათ, ნიკა გვარამიას თქმით, ის პასუხისგებაში მიეცემა:

“ბატონი გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა აუცილებლად. არა ამ სიტყვებისთვის რაც ეხლა თქვა, არამედ მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა რა მოიმოქმედა და იცოდა თუ არა სააკაშვილმა სად მიყავდათ, ამასაც მალე ნახვას ყველა” განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ის რუსთავიდან ისევ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წავიდა, სადაც ვიდეოჩანაწერების დარჩენილ ნაწილს გაეცნობა.

მთავარი