კატეგორია: აქტუალური

ირმა ნადირაშვილი: „სპორტის სამინისტრო კალაძის კანტორაა“

“კახი კალაძის უკანა კანტორა” და “ზონდერების თავშესაფარი” – აუდიტის სამსახურის მიერ სპორტის სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებს ოპოზიციაში ასე აფასებენ. „ევროპულ საქართველოს“ წევრის ირმა ნადრიაშვილის განცხადებით, უწყებისთვის გამოყოფილი თანხები, პოლიტიკური მიზნებით იხარჯება. – ერთის მხრივ, თვითონ სპორტის მინისტრი არის ჩართული კორუფციულ, უკანონო გარიგებებში და მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ეს სამინისტრო გადაიქცა კახი კალაძის უკანა კანტორად, სადაც ადამიანებს, ვინც […]

მამუკა გამყრელიძე: “ყარამანიშვილმა მითხრა, რუსთავი 2-ში ისევ ყველაფერი არეულიაო”

  საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ხდება ნიკა გვარამია ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის, აცხადებს, რომ ქუმსიშვილმა საგადასახადო ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია. მეორე მხრივ, ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს და არც მისი გასაჯაროებით დარღვეულა კანონი. “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – თუ საჯარო ინფორმაციაა, მისი გამოქვეყნება ალბათ შესაძლებელია, ხოლო ეს ყველაფერი […]

მეუფე იაკობი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ემუქრება

ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი და მეუფე იაკობიც დაიკითხნენ. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობმა ადვოკატების მისამართით მუქარისშემცველი განცხადებები გააკეთა. – მეუფე დიმიტრიმ ისაუბრა, ვინ როგორი ადამიანია, ვინ როგორი რეგალიები მიიღო. ის ცალსახად ამბობს, რომ სასულიერო პირებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. აზრთა სხვადასხვაობა კი ყველა ოჯახშია და ეს ნორმალური მოვლენა გახლავთ. […]

სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ბერშუეთის მცხოვრებელი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მცხოვრები ლევან ტურაშვილი სოფლის განაპირას სამების სახელობის ეკლესიის მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს. თვითმხილველთა განცხადებით, ბერიანიძეს და […]

ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტზე გამოჩნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში “BLACK SEA ARENA”-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. საქართველოს ყოფილი პრემიერი კონცერტზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. ამის შესახებ შეკვეთილიდან „კურიერის“ კორესპონდენტი იუწყება. ჟურნალისტებს ამ დრომდე ყოფილი პრემიერისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცემიათ. ნიუპოსტი

გიგა ბოკერია – ”ფაშისტური იდეოლოგიის მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში”

პოლიტიკური გაერთიანება ”ევროპული საქართველოს” ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან და ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნიათ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიგა ბოკერიამ განაცხადა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში. – დღევანდელი გამოწვევა არის არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში პუტინის ფაშისტები არსებობენ, ასეთები კარგ და დალაგებულ ქვეყნებშიც […]

ისრაელის 18 წლის მოქალაქე თრუსოს ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელის 18 წლის მოქალაქე თრუსოს ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამ მეგობართან ერთად საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე გადასვლისას მდინარე თერგში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ისრაელის მხარეც მონაწილეობდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდას ცხედარი მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინეს. ავიად […]

ნათელაშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა ცოტა ხნის წინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან, იქ სადაც გუშინ ოკუპანტებმა ახალი ხნული გაავლეს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. ნათელაშვილი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს ხედავს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ […]

გია უდესიანის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურას უარი უთხრეს

ბუდაპეშტის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. უდესიანის უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება უდესიანის საქმეში არსებული პოლიტიკური ინტერესის გამო მიიღო. უდესიანის საქმეში პოლიტიკურ დაინტერესებას ხედავს მისი ქართველი ადვოკატიც. საქართველოს პროკურატურა გიორგი უდესიანის ექსტრადირებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ქონების ძალადობრივად დაუფლების საქმეზე წაყენებული ბრალის გამო ითხოვდა. გავრცელებული ცნობით, ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, შესაბამისად მისი ექსტრადირების […]

დავით ნარმანია: „თბილისში სასაფლაოების დეფიციტი არ გვექნება“

– როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი. რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით?! – ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასაფლაოების საკითხს, ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2040 წლისთვის, თბილისში სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა ტერიტორიების ზონირებებთან ერთად სხვა […]