პრემიერის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდება ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაიკ პენსი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. მიხეილ ჯანალიძის თქმით, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მთავრობას და ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან კარგი ურთიერთგაგება ჩამოყალიბებული. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეფასებით, ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის […]
კატეგორია: აქტუალური
„მე გავდივარ… გავდივარ ამა სოფლიდან“ – ბესო დუღაშვილს ოჯახი ეძებს!
ცნობილ კარიკატურისტს, „ალიას“ ყოფილ თანამშრომელს, ბესო დუღაშვილს ოჯახი და ახლობლები ეძებენ. მობილიზებულია პოლიცია და მის სახლთან შეკრებილნი არიან გამგეობის წევრები და ნაცნობები. რამდენიმე საათის წინ ბესომ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა და გაუჩინარდა: „როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!“, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-„იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც […]
გიორგი კვირიკაშვილი: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას“
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ გახსნასზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. – მოგეხსენებათ, რომ ხვალ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს […]
სურსათში ტყვიის შემცველობა საგანგაშო არ არის
სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. – ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების და რეალიზაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, გამკაცრებული ნორმატივებით […]
სკანდალი: “ბავშვთა სამყაროში ხანძარი გარე ჩარევამ გამოიწვია”
„ბავშვთა სამყაროს“ იურისტ ვაჟა მაისურაძის განცხადებით, სავაჭრო დაწესებულების დირექტორისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია. მისი თქმით, ქონების განადგურება დამნაშავის მიერ განზრახ ცეცხლის წაკიდებამ გამოიწვია. – სამართლიანობა და კანონიერება მოითხოვს, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს დამნაშავემ ან იმ პირთა ჯგუფმა, ვინც „ბავშვთა სამყაროს“ ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების დასკვნით დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ცეცხლის წაკიდებას და არავითარ შუაში […]
ლადო სადღობელაშვილი: ’’მივმართავ პროკურატურას, გოგა ხაინდრავას დაკვეთით უმიზეზოდ ნუ დამიჭერთ!’’
– მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ვაცხადებ! – ჩემი, ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ არასდროს არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, არ ვატარებ ცივ და ცეცხლსასროლ იარაღს, არ ვარ ნარკომანი (არ ვიჩხირავ არ ვეწევი), არ მიცხოვრია და არ ვცხოვრობ ძველბიჭური-ქუჩური ცხოვრებით, სრულ ჩემს სიცოცხლეს ვუძღვნი სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობას და ოჯახს, არ დავდივარ ღამის კლუბებში და საეჭვო თავშეყრის […]
ლევან ხაბეიშვილმა ვაშაძის პარტია დატოვა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის” დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ამ დრომდე ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო გიორგი ვაშაძის პარტია დატოვა. ხაბეიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას სხვაგან გააგრძელებს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ გუნდში გადავა. როგორც თავად ამბობს, ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. დაუჭერს თუ არა მხარს ის ზაალ უდუმაშვილს ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით […]
NDI: საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ცუდია
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა. კვლევის შედეგების თანახმად გამოკითხულთა 16 % თვლის რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა ძალიან კარგია. 28% -ის აზრით ამ მხრივ მდგომარეობა ნეიტრალურია, 35%-ს მიჩნია, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია. 13% ცუდად, ხოლო 8% ძალიან ცუდად. არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხულთა 11% თვლის რომ მდგომარეობა ძალიან ცუდია, 17%-ს მიაჩნია […]
ლევან ალაფიშვილი: „სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ გამოვა“
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი გამოდგა – მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე აღარ არის. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს გავრცელდა. ერთი დღით ადრე კი მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისა და პეტრო პოროშენკოს საიდუმლო შეხვედრის შესახებ ამცნო. ნაპრეზიდენტალის მტკიცებით, ორმა ოლიგარქმა მის წინააღმდეგ საერთო ენა გამონახა. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პირველი ინფორმაცია […]
„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარია
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა, მისთვის შემთხვევის დეტალები უცნობია, ვინაიდან ამერიკაში იმყოფება. – „რუსთავი 2“-ის შენობა იწვის, სანდრო ეულის ქუჩაზე. მე ამერიკაში ვარ და დისტანციიდან ვიგებ რაც ხდება. სხვა დეტალები არ ვიცი, – განაცხადა გვარამიამ.










