საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა […]
კატეგორია: აქტუალური
ვინ არის ირაკლი კაველაძე, რომელიც უმცროსი ტრამპის რუს იურისტთან შეხვედრას ესწრებოდა
არას აგალაროვის ადვოკატმა, სკოტ ბალბერმა დაადასტურა, რომ ირაკლი კაველაძე 2016 წლის ივნისში უმცროსი დონალდ ტრამპის რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას ნამდვილად ესწრებოდა. არას აგალაროვის თხოვნით, მას თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ვესელნიცკაიამ თარჯიმანი თავადაც მიიყვანა. ბალბერი ამბობს, რომ კაველაძე დიდი ხანია ამერიკის მოქალაქეა და “არასდროს, არანაირი კავშირი რუსეთის მთავრობასთან არ ჰქონია”. ვესელნიცკაია მზად არის, ამერიკულ მხარეს ჩვენება მისცეს. 52 წლის კაველაძე აგალაროვის Crocus […]
პეტრო პოროშენკო: „ჩვენ გვყავს საერთო აგრესორი – რუსეთის ფედერაცია“
– ჩვენ გვყავს საერთო აგრესორი – რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხურვალეთში განაცხადა, სადაც მავთულხლართებით გავლებული საოკუპაციო ხაზი მოინახულა. პოროშენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, ვინაიდან იზოლაციაშია. – ჩვენ გვაქვს მსგავსი სიტუაცია უკრაინასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა ვსარგებლობთ ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირთან, უვიზო რეჟიმით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი […]
“სააკაშვილი “ოცნებამ” შეიძლება პრეზიდენტად დააბრუნოს”
მოსთხოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიცია, რა შეთანხმება შედგა ნაციონალებსა და “ოცნებას” შორის, ვისთან და რაზე მოილაპარაკეს კვირიკაშვილმა და კალაძემ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. გიგლა ბარამიძე: – როცა ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვი, რომ მას აქ […]
ბუნებრივ აირზე ტარიფი ნახევარი თეთრით გაიზარდა
გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და “სემეკმა” შესაბამისი მონაცემი დაადგინა – ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ. გუშინ “სემეკმა” გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი […]
ანა ხელაძე, რომელიც თბილისში ყელგამოჭრილი იპოვეს – რას წერენ გოგონას შესახებ
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი იპოვეს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ფოთში დააკავა. 19 წლის ახალგაზრდა ქალის ანა ხელაძის მკვლელობას, მის 21 წლის ბიძაშვილს ედავებიან, რომელიც გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. ამ შემზარავი ამბით შეძრწუნებული არიან ანას მეგობრები და ახლობლები. მისი ერთ-ერთი კურსელი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ანას ძალიან პოზიტიურად […]
ქართულ თხილში აღმოჩენილი აფლატოქსინი სიცოცხლისთვის საშიშია
საქართველოში მოყვანილ თხილი სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. 2016 წელს ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემაში 15-ჯერ დაფიქსირდა საქართველოდან შეტანილი პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში მოყვანილ თხილში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც კიბოთი დაავადებას იწვევს. ეს არის აფლატოქსინი, რომლის გამოც ევროკავშირის ბაზარზე თხილი იბლოკება. აფლატოქსინი მეცნიერულად დამტკიცებული კანცეროგენია, რაც კიბოს ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელსაყრელი პირობაა. RASFF-ის […]
საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები თურქეთში ავარის შედეგად დაშავდნენ
ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში. – არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, […]
ქართველთა მარში მიხეილ ხუბუტიამ დააფინანსა?
ქართველთა მარში ჩატარდა. თავიდან დაანონსებული იყო, რომ მარში ბათუმშიც უნდა გამართულიყო, მაგრამ „ქართველობის დამცველებმა“ პირველად განზრახვაზე ხელი აიღეს და ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ თითქოს ბათუმში ერთ-ერთმა მეზობელმა ქვეყანამ სპეცსამსახურის თანამშრომლები „გადმოსხა“. ამასთან, საქართველოს მთავრობას შემოუთვალა, თუ ბათუმში მარში ჩატარდება, იცოდე, ყარსის ხელშეკრულება ამოქმედდებაო. ძნელი სათქმელია, კულუარებში ასეთი დიალოგი რეალურად შედგა თუ არა. იმის მტკიცებაც […]
პროკურორი მარშანია: ”ოთარ აბესაძე ქრთამით მოპედის ყიდვას აპირებდა…ის ჩვენებაში თანამდებობის პირებს ასახელებს”
პროკურორ ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა […]










