„არა ოკუპაციას“ – ასე ქვია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტების აქციას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „შენ ხარ ოკუპანტი“, „რუსეთი კლავს“, „რუსეთი საქართველოს მტერია“. აქციის მონაწილეები მცოცავ ოკუპაციას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს.
კატეგორია: აქტუალური
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს ულტიმატუმს უყენებს
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მისი ძმის კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს მიმართავს. როგორც ბაკურიძე აცხადებს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღრული, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება ამ დრომდე არ ხერხდება. თამაზ ბაკურიძის თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეო მასალებს დღის ბოლომდე არ ამოიღებენ, კობა ბაკურიძის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს. – მინდა მივმართო შინაგან […]
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე აცხადებს გადაწყვეტილების მიზეზი არხზე გამოცხადებული რეორგანიზაციაა. – თანამშრომლების რაღაც გარკვეული კატეგორია ალბათ გათავისუფლდება იმიტომ, რომ 17 ივლისს იხურება ყველა გადაცემა პირველ არხზეც და მეორე არხზეც, მაგრამ კონკრეტულად რამდენი ადამიანი იქნება, მაგას მე ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, […]
ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: “თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა”
ფეისბუქში ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს. ინდოელი გოგონა წერს, რომ მას თბილისის აეროპორტის თანამშრომლები რასისტულად მოექცნენ – 6 საათით გამოკეტეს საჭმლის, წყლის და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე: “მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. გადავწყვიტე რომ შვებულება საქართველოში გამეტარებინა, ქვეყნის ისტორია ჩემთვის საკმაოდ მომხიბლავი […]
უბედური შემთხვევა ჩუბინაშვილზე – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი გარდაცლილი მაშინ იპოვეს, როცა მათი საცხოვრებლიდან მეზობელთან წყალი ჩავიდა. მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
ალეკო ელისაშვილი: „რატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?“
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე არსებობს ეჭვები. არსებული ინფორმაციით, იქ მოვაჭრე ადამიანებთან იყო შეთავაზება ტერიტორიის დატოვების. დიდუბის გამგებელი, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილზე იმყოფებოდა, კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება მიზეზებს დაადგენს.ელიავას ბაზრობაზე იმყოფება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, საეჭვოა ბოლო დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევები. – ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს? ეს ეჭვი […]
გია ხუხაშვილი: “ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს”
– მმართველობის სისტემაში აშკარა კოროზია იგრძნობა, ამის გარდა, რამდენიმე კრიზისის მომსწრენი გავხდით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებისგან დისტანცირებულია. დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად პარაზიტირებს ყოფილი პრემიერის რესურსებზე. აქედან გამომდინარე, მას იმის ფუფუნება არა აქვს, რომ საერთოდ ჩამოშორდეს ამ ყველაფერს. მას აქვს პასუხისმგებლობა როგორც ამ ადამიანებზე, ასევე სახელმწიფოზე. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, […]
გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოხდება
გერმანიიდან უცხოელების დეპორტაცია გახშირებულია. გერმანული საიტის RP-online-ის ინფორმაციით, დიუსელდორფის აეროპორტიდან ხელისუფლება დაიწყებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას. პოლიციის განმარტებით, დიუსელდორფიდან დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თავშესაფარის მოთხოვნაზე ოპერატიულად უარის თქმასთან და მიგრანტებთან მიმართებით მკაცრ დამოკიდებულებასთან. – ყველა უნდა იყოს მზად, რომ დეპორტირებულთა რიცხვი მუდმივად გაიზრდება. ეს მიგრაციული კრიზისის მეორე მხარეა, – განაცხადა […]
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე დაასახელა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ემხრობოდა. კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, მანამდე კი პრემიერმინისტრი განცხადებას გააკეთებს. წარდგენას არ დაესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა […]










