კატეგორია: აქტუალური

ბახალა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგანაშვილს გირაო 20.000 ლარის ოდენობით შეეფარდა. დღესვე ამავე საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ბუპრენოფრინის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობისთვის აქვს წაყენებული.

ციანიდის საქმეზე დღეს მეუფე იაკობი დაიკითხება

 ციანიდის საქმეზე დღეს მეუფე იაკობი დაიკითხება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეუფე იაკობის გარდა დღევანდელ პროცესზე სხვა სასულიერო პირებიც დაიკითხებიან. ზვიად გუბელაძის თქმით, ასევე დაიკითხებიან საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლები.

ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენეს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ოთარ აბესაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ უკვე გადაეცათ საქმის მასალები, თუმცა, ბრალდებულის თხოვნით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია დღესვე სასამართლოში გადაიგზავნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის […]

ანაფორით შემოსილი ადამიანები, რომლებიც ქუჩებში მოწყალებას ითხოვენ, შესაძლოა, სასულიერო პირები არ იყვნენ

საპატრიარქო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ანაფორით შემოსილი ადამიანები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მოწყალებას ითხოვენ, შეიძლება სასულიერო პირები არ იყვნენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გამოეხმაურა იმ პირების მიერ მოწყალების თხოვნის გახშირებულ ფაქტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სასულიერო პირები არიან და სხვადასხვა ტაძარში მსახურობენ. – ეს პრობლემა ახალი არ არის და რამდენიმე წელია ჩვენთვისაც უდიდეს პრობლემად გადაიქცა […]

ხანძარი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში – დაშავებულია სამი მუშა

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველებმა “ნიუპოსტს” აცნობეს, რომ მათი ყურადღება ძლიერმა დაკვამლიანებამ მიიქცია.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენდა. სავარაუდოდ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც“ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 […]

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, […]

ალექსანდრე ქანთარია: „პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა – ნახავენ მოსკოვს და ჩამოვლენ

„პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა – ალბათ, ნახავენ მოსკოვს, რამდენი ხანია არ უნახავთ, დაათვალიერებენ და ჩამოვლენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ მცდელობა აქვს გაარღვიოს ჩაკეტილი წრე, მაგრამ „ისინი მოსკოვიდან ვერაფერს წამოიღებენ, რადგან არ არიან სახელისუფლებო გუნდის წევრები“. – შორს ვარ […]

დეკანოზი გიორგი  მამალაძე კვირიკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

– დეკანოზი გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნის მხრიდან ითხოვს პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას, აქედან ერთ-ერთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარემ მოამზადა 2 სამოქალაქო სარჩელი, რომელთაგან ერთი ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე – მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ […]

„ივანიშვილი  შეეცდება, საარჩევნოდ კალაძე დააზიანოს“

ლევან ხაბეიშვილი: კალაძემ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო, შეიძლება იგი  შუა მერობიდან მოასრიალონ – თბილისის მერობის კანდიდატი კარგად ლავირებს და ისე წარმოაჩენს, რომ ყოფილი პრემიერის გავლენის ქვეშაა. ამ დროს ის ყველაფერს აკეთებს, რომ ამ გავლენებისგან გათავისუფლდეს. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიდან 3 კაცზე მეტი ვერ მოხვდება. […]

გია ხუხაშვილი: ბუკიკიო „გადაგდებული“ დარჩება

კვირიკაშვილის მიერ ბუკიკიოსთვის მიცემული პირობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, უბრალოდ ჰაერის რხევაა და მეტი არაფერი ან არის მეორე ვერსია, რომ შეთანხმებულად მოატყუონ როგორც ხალხი, ასევე ბუკიკიო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც შეაფასა მმართველი გუნდის წევრების მიერ ერთი მხრივ, ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებისა და კონსენსუსის მიღწევის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული განცხადებები, მეორე […]