უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაანონსებულ ვიზიტს საქართველოში წინ უძღოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გადმოსცემს. უკრაინის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ივლისში გაიმართება. საქართველოში ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სტრატეგიული თანამშრომლობის მიუხედავად, ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მჭიდრო ურთიერთობები ვერ დაამყარეს. ვიზიტი ახალ რეალობაში გაიმართება – რამდენიმე თვეა, სააკაშვილი აღარ არის პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრი. […]
კატეგორია: აქტუალური
ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა – რუსთავი 2-ს სასამართლოში უჩივის
ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. როგორც მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ის ტელეკომპანია რუსთავი 2- ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. – კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო რომ არსად არ გავქცეულვარ, დავბრუნდი საქართველოში, ჩემი წასვლის მიზეზი გახდა ის აღვირახსინილი კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაიწყო რუსთავი 2-მა. დავბრუნდი იმიტომ, რომ გავიარო იურისტებთან კონსულტაციები, სამოქალაქო დავის წამოწყებას […]
ჯანი ბუკიკიო დამწუხრებული და იმედგაცრუებულია
– ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის შეფასებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებულია, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი იმედის მომცემი იყო. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში თახმობა […]
მეუფე დიმიტრი მეუფე იაკობის წინააღმდეგ
„ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტიმია თვითნებურად დაადო, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტიმია თვითნებურად დაადო. ეპარქიის განცხადების თანახმად, ეპარქიის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტიმიის (სასჯელის) დადება პატრიარქთან შეთანხმებული იყო და მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე. – […]
უდუმაშვილი: „თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება“
– თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. – მე კონკურენტის შანსებს ნამდვილად ვერ შევაფასებ.თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი ბუნებრივია ხელისუფლების კანდიდატი იქნება, – აღნიშნა უდუმაშვილმა.
არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გააკეთა. – ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს დედაქალაქის მერობის კანდიდატად პირველ ივლისს წარადგენს
„ქართული ოცნება“ საკუთარი მერობის კანდიდატის წარდგენას პირველ ივლისს გეგმავს. როგორც ცნობილია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იქნება. გია ვოლსკის განცხადებით, შაბათს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და კახა კალაძეს კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ. – მე ვფიქრობ , რომ მეორე ტური არ შედგება და “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს. კახა კალაძემ საკმაოდ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა. მთავარი […]
“ნიკა მელიას პარლამენტიდან წასვლა ნიკა რურუამ აიძულა”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტიდან მიდის. ამ გადაწყვეტილების შესახებ მელიამ ჟურნალისტებს თავად აცნობა. დეპუტატი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში პარლამენტში მუშაობა უინტერესოა. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი თბილისის საკრებულო იქნება. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას. – მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ხაზი გადის იმ ქალაქში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი […]
ზაალ უდუმაშვილი: „ვიბრძოლებ თბილისის გადასარჩენად“
მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, კანდიდატად წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან მივა ყველგან, სადაც ხალხია. – დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით სახლებში […]
ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა
ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა. მელიამ პარლამენტი დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. – შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ვიცით, რომ ამ ტაძრის ისტორიული ადგილიდან იწყება ის გამარჯვება, რომელიც ჩვენს სამშობლოს და სახელმწიფოს ასე სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს. […]










