მეუფე დიმიტრი მეუფე იაკობის წინააღმდეგ

„ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტიმია თვითნებურად დაადო, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა“
მეუფე დიმიტრი მეუფე იაკობის წინააღმდეგბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტიმია თვითნებურად დაადო. ეპარქიის განცხადების თანახმად, ეპარქიის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტიმიის (სასჯელის) დადება პატრიარქთან შეთანხმებული იყო და მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე.
– ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ, გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მამალაძის საკითხი წმინდა სინოდს გადეცემა. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს.