კატეგორია: აქტუალური

შაშკინი: ”2012 წელს კახეთში რუსეთის შემოჭრას გადავურჩით”

ავსტრიაში, ჩეჩენი მებრძოლის მუჰამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო ლაფანყურის მოვლენებისას. აღნიშნულის შესახებ იბრაგიმოვმა თავად ისაუბრა. „ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინის თქმით, ყოფილი ხელისუფლება იმ ყველაფერზე, რაც ავსტრიის სასამართლოში ითქვა, საუბრობდა, მაგრამ ახალი მმართველი გუნდი ამ ყოველივეს უარყოფდა. – ის, რაც მოხდა ავსტრიის სასამართლოში, […]

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ნატო თოფურიამ განაცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ბავშვი პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობლის გადმოცემით, ის წყლის მისატანად გავიდა და დაბრუნებისას ბავშვი პალატაში აღარ დახვდა. – ბავშვს საჭირო გამოკვლევები დაუყოვნებლივ ჩავუტარეთ, თუმცა პრევენციის მიზნით, იაშვილის კლინიკაში მაინც გადავიყვანეთ. […]

„კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაული ცოცხალია“

საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში ტყვედ ჩავარდნილი მფრინავის, იოსებ ოსორაულის, შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას კვლავ ავრცელებს. ამჯერად მათ ეს ინფორმაცია იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე განუცხადეს. სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე, რომელსაც კონგოში მყოფ ქართველებთან აქვს კავშირი, “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ იოსებ ოსორაულის ბედს უკვე პოლიტიკა წყვეტს. – ოსორაულის დაღუპვის შესახებ ცნობა სიცრუეა. თქვენ არ მოგისმენიათ ვიდეოს […]

გიგი კალანდაძე: „ქართული ოცნება” ანგრევს შეიარაღებულ ძალებს“

საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანმიმართულ ნგრევაზე საუბრობს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ქართულ ჯარში არსებულ ვითარებაზე მან ერთი წლის წინაც გააკეთა სკანდალური განცხადება. მისი თქმით, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს საიდუმლო ობიექტებზე დაუშვეს ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც ეს ობიექტები ვიდეოზე გადაიღო და რუსეთს გადასცა. ამ საქმის გამოძიების პირობა დადო იმ დროს თავდაცვის მინისტრის პოსტზე […]

კადეტთა ნაკრების წევრი ჩამომხრჩვალი იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში 16 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ირკვევა, გ.მ. საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრი და მოქმედი ჩემპიონი იყო. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბირჟა მაფიის წევრებს ციხიდან გამოუშვებენ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. “პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გამოკითხული იქნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრები მ. მ. და გ. ქ. ვინაიდან გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ. თბილისის პროკურატურის […]

ნიკა გვარამიას ყარამანიშვილები რუსთავი 2-ში თანამდებობაზე ტოვებენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ, რომელიც “რუსთავი 2-ში” შექმნილ ვითარებას ეხება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო დღეებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან […]

192 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა ევროპის ქვეყნებიდან 2 თვეში

28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველს” შსს საინფორმაციო-ანალიტიკურმ დეპარტამენტმა მიაწოდა. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი – 73 ადამიანი გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა – ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც 2 თვის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქის დეპპორტაცია განახორციელეს. ქვეყნების მიხედით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი შემდეგია: ესპანეთი 16, […]

“თანხმობა ჯერ არ მიმიცია, არ არის იოლი გადასაწყვეტი”- უდუმაშვილი ენმ-ს შეთავაზებაზე

ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყეტილებას მიიღებს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე მერის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. – გადაწყვეტილება ჯერ არ გამომიცხადებია და არც თანხმობა მიმიცია. ეს არ არის იოლი გადასაწყვეტი, რამდენიმე დღე დამჭირდეს მოსაფიქრებლად, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, “კურიერის” მთავარ გამოშვებას […]

ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება – რა ხდება რუსთავი 2 -ში

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, რუსთავი 2 -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თანამდებობა ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუტოვებია.სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. გვარამიას გადადგომას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, თუ ცვლილება იქნება ეს ოფიციალურად გახდება ცნობილი. – გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, ჯერჯერობით ნიკა […]