გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გვარამიამ არხის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ნიკა გვარამია ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 2012 წლის ბოლოს გახდა. მანამდე მას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
კატეგორია: აქტუალური
ვენეციის კომისია – არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი
არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი – მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია აღნიშნული. ამ კონტექსტში ვენეციის კომისია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებასა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. – საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო […]
ნიუ-იორკში საქართველოს კონსული – დაკავებულ 15 ქართველს ბრალი მძიმე დანაშაულში აქვთ წარდგენილი – გთავაზობთ დაკავებულთა სიას
– ამერიკელი სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში როგორიცაა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი, გამოძალვა, თაღლითობა, ძარცვა და სხვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა განუცხადა. დიანა ჟღენტის განცხადებით, საკონსულო აქტიურ კონტაქტშია ამერიკელ სამართალდამცველებთან და ელოდებიან გამოძიების მიმდინარეობის დასრულებას. – ამერიკის ფედერალური […]
ნიუ-იორკში მოკრივე ავთანდილ ხურციძე დააკავეს? – რა ინფორმაცია აქვს ოჯახს
ნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. მოკრივე ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მისი ნიუ-იორკში დაკავების ფაქტს უარყოფენ.ხურციძის ოჯახის ინფორმაციით, სპორტსმენი ისვენებს და 8 ივლისისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი, ლევან მაყაშვილი იყვნენ. […]
ლევან ხაბეიშვილი: „კობახიძეს შეუძლია ბავშვივით გაიბუტოს და კუთხეში დადგეს“
– “ოცნებაში” ძალიან ეშინიათ არჩევნების. ამიტომაც გაუუქმეს 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები მერის არჩევა მოხდება. პრეზიდენტსაც თავად დაგვინიშნავენ. დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარულ სისტემასაც არ შეელევიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებენ 48%-ით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლევან ხაბეიშვილი. მისი აზრით, პროპორციულ სისტემაზე თუ გადავალთ, მაშინ ოპოზიციისთვის შედარებით უკეთესად გადანაწილდება ხმები. – […]
ირაკლი კობახიძე: “გადავდგები, თუ პროპორციულ სისტემაზე არ გადავალთ”
– თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება, არ ვიცი, გადავდგები, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ “ინტერპრესნიუსის” შესაბამის კითხვას. თუმცა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას ღიმილით უპასუხა. – მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ჩემი გულწრფელი მიზანი და ამოცანა. 116 კაცის სახელით ვერ ვისაუბრებ. ამ თემასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს […]
კახა ოქრიაშვილი დავით სერგეენკოს 50 მილიონს სთხოვს
სახელისუფლებო გუნდში ახალი დაპირისპირება იწყება. დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ილაშქრებს და მას ბიზნესში ჩარევაში ადანაშაულებს. კანონმდებლისა და ფარმაცევტის რისხვა მინისტრმა წამლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ. მინისტრის განმარტებით, ქართულ მხარეს ასეთი რჩევა ევროპელებმა მისცეს. კახა ოქრიაშვილი […]
ზაალ უდუმაშვილი – თბილისის მერობის კანდიდატი
ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტიკას ტოვებს და პოლიტიკაში ინაცვლებს. უდუმაშვილი სავარაუდოდ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს და ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. თავად უდუმაშვილი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მეუფე გერასიმემ მონასტრისთვის გადაცემული მიწა გაყიდა
ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა სამონასტრო კომპლექსის მოსაწყობად ნაჩუქარი უძრავი ქონება ენერგოკომპანიას მიჰყიდა. ,,ლაივპრესის“ ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ჭალეში ოჯახმა, რომელსაც ახალგაზრდა შვილი გარდაეცვალათ, სასულიერო პირს საკუთარი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აჩუქეს, იმ პირობით, რომ ამ ტერიტორიაზე მონასტერი მოეწყობოდა. ყოფილი მესაკუთრე ვალტერ აქუბარდია ,,ლაივპრესთან“ აცხადებს, რომ მან ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ მამა ანდრიასთვის ნაჩუქარი უზღავი […]
ტომარაჩამოცმული ჟურნალისტები პარლამენტში – პროტესტი კომიტეტის სხდომაზე
მედიამ აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტა. ქართველმა ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია – პერფორმანსი გამართეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მყოფმა ჟურნალისტებმა თავზე ტომრები ჩამოიცვეს და პლაკატები აიღეს ხელში, რითაც აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტეს.










