– პროკურატურის მტკიცებით, მათ იცოდნენ, რომ მამა გიორგის ბარგში ჰქონდა ციანიდი. ამბობენ, რომ იცოდნენ, ის ციანიდის შეძენას აპირებდა და მასზე მიმდინარეობდა თვალთვალი. ამის მიუხედავად, დღემდე ვერ დაადგინეს, თუ სად შეიძინა მამაომ ეს ნივთიერება. არადა, პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ვისთანაც კი კონტაქტი ჰქონდა, ყველა სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ციანიდის გამყიდველს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ […]
კატეგორია: აქტუალური
მიხეილ რამიშვილი: “მამა გიორგის ადვოკატობაში ერთი თეთრიც არ ამიღია”
“გამაფრთხილეს, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი” მიხეილ რამიშვილი, პრატომ დაიხურა ციანიდის საქმე? ვინ სვამდა საეჭვო კითხვებს საპატრიარქოსთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო პროკურატურამ შესაძლო თანამზრახველებზე საუბარი, რა ურთიერთობები აქვს მეუფე პეტრესთან, ვისი რეკომენდაციით გახდა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება. – იმდენად უსუსურია ეს მტკიცებულებები, რომ […]
რამაზ საყვარელიძე: „მერის არჩევნებზე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ელისაშვილი იქნება”
– ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. ალეკო ელისაშვილი ძლიერი კანდიდატი იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და არის დამოუკიდებელი. ელისაშვილმა კარგად იცის, რა ფასი აქვს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ მან უარი თქვა მიღებულ შემოთავაზებაზე. პარტიები არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ყველა პარტიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ამიტომ […]
„ის, რაც სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა, ამათ გაბედეს“
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა ,,განსხვავებული აქცენტების“ ეთერში გია ხუხაშვილმა. – დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ ის უნდა იყოს სულ ხელისუფლებაში და ცდილობს გამოიყენოს ყველა მეთოდი იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისი მუდმივობა. თავის დროზე სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია, იცოდა რომ შემდეგი ვადით ვეღარ მოვიდოდა და მან ძალაუფლების ცენტრი გადაიტანა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი მაინც დატოვა არჩევითი, ანუ დემოკრატიული […]
დაჩი გრძელიშვილი – ჩემს 15 წლის ქალიშვილს ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ვაიბერში გაუგზავნეს
ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ შეტყობინებას ასაჯაროვებს, რომელიც მისმა ქალიშვილმა Viber-ში მიიღო. – ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ჩემმა გოგომ, თათამ ვაიბერში მიიღო. ის 15 წლისაა. უკვე ასე, საერთო მაილებით ავრცელებენ და მოსახლეობას ჰაშიშის, გეროინის, კოკაინის და მოსაწევის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. მეტიც, აქვეა შეთავაზება ნარკო კურიერის პოზიციაზე. შეგნებულად წავშალე ტელეგრამის მისამართიც და ტელეფონის […]
გაძვირებული იაპონური ავტომობილები საქართველოში ამერიკულმა ჩაანაცვლა – აქციზის ზრდამ სტრესი მიაყენა ბაზარს
– აქციზის ზრდამ სტრესი მიაყენა ბაზარს. ასე აფასებს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდის გამო საავტომობილო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას ავტოიმპორტიორების ნაწილი. როგორც “კავკასიის ავტოიმპორტის’’ ხელმძღვანელის მოადგილე, დავით გულაშვილი “საქმის კურსთან’’ განმარტავს, იაპონიიდან იმპორტირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის თითქმის გასამმაგებამ თითქმის გაანულა საქართველოში იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი. მისი თქმით, იაპონიიდან თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, […]
ირაკლი კობახიძე: ”ახალი საარჩევნო სისტემით საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს”
გადაუნაწილებელი მანდატებთან დაკავშირებით ათასგვარი სპეკულაცია იყო, მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებში – ხალხი მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვისას, ირაკლი კობახიძემ იმ წესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, ყველა გადაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატს არჩევნებში პირველ ადგილას გასული პარტია წაიღებს. ამას კობახიძე ”ბონუსს” უწოდებს და როგორც […]
სერგეენკოს მოადგილე ვალერი კვარაცხელია გადადგა – რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთან
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან დღეს, 5 მაისს, პოსტი დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა. მის გადადგომამდე ”ოლმედიამ” მოვლენების ასეთი განვითარება იწინასწარმეტყველა კერძოდ, გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში ”ოლმედიას” წყარო ამბობს, რომ ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან წასვლა თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს […]
გელა ნიკოლაიშვილი: “მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს”
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფისთვის ახალი რეგულაციები საჭირო სულაც არ არის, რადგან ყოველივე კანონში ისედაც გაწერილია: – მოსამართლის შეურაცხყოფაზე უნდა იყოს ისეთივე სასჯელი, როგორც სხვა დანარჩენი პიროვნების. შეურაცხყოფა ისედაც ისჯება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლია და ეს საკითხი იქ არის გაწერილი. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საკითხი ცალკე რეგულირებას არ საჭიროებს და […]
რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოს
რა მიზნით განალაგა ამერიკამ თურქეთ-სირიის საზღვარზე ჯარი? ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” ესაუბრება. – ბატონო ვახტანგ, ამერიკამ თავისი საჯარისო ნაწილები თურქეთ-სირიის საზღვარზე განალაგა. ამერიკა აჯანყებულ ქურთებს მხარს უჭერს. ეს ამერიკა-თურქეთის პირდაპირ დაპირისპირებას არ ნიშნავს? – დიახ, ეს არის დაპირისპირება, რადგან თურქეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ შეტევაზე, ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით […]










