კატეგორია: აქტუალური

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა

დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში _ მკვლელობა ნაფარეულის სტადიონთან

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ესპანელი სამართალდამცველები ქართველებს ქურდობასა და ყაჩაღობას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ქართველები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავა. როგორც ”ინტერპრენიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს 17 მოქალაქე ესპანურმა პოლიციამ 3-4 თვის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში, ესპანეთში […]

რას ითხოვს კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ

„კალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მინისტრი კომპრომატებს უკვეთავს“

კახაკახ„ქართულ ოცნებაში“ თითქმის ოფიციალურად ადასტურებენ, რომ მათი მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას მერის არჩევნებში მონაწილეობა არ სურს და პირველ ვიცეპრემიერობას ამჯობინებს. როგორც „ახალ თაობას“ „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, სწორედ ამიტომ არ კეთდება ოფიციალური განცხადება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ კალაძე მერის არჩევნებში […]

კვირიკაშვილი და მარგველაშვილი შეიძლება გაერთიანდნენ

კვირიკაშვილი და მარგველაშვილი შეიძლება გაერთიანდნენ

რა ხდება პრეზიდენტის გუნდში, ვისთან მოახერხხებს პრეზიდენტი გაერთიანებას? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. _ გიორგი მარგველაშვილს გასიგრძეგანებული აქვს, რომ ის არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი და ის თავის მომავალ კარიერაზე მუშაობს. მან ძალიან ჭკვიანურად და ეშმაკურად გამოიყენა `ქართული ოცნების~ ბუტიაობა და დაპირისპირება. თუ ვინმეს ეს დაპირისპირება აწყობს, […]

ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება

ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ჩამოვიდეს. მის წინააღმდეგ არაერთი ხმაურიანი საქმე იყო აღძრული. ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო მასზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა. ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო […]

ფრთხილად, დღეიდან ნარჩენების დაყრისთვის ინსპექტორი დაგაჯარიმებთ!

ფრთხილად, ნარჩენების დაყრისთვის ხვალიდან ინსპექტორი დაგაჯარიმებთ!

თბილისში დღეიდან, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ „თბილსერვის ჯგუფის“ სათავო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს. _ მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი […]

რატომ არ ენდობა ხალხი კვირიკაშვილს

რატომ არ ენდობა ხალხი კვირიკაშვილს

– ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1,5 წლით ადრე სოციალური რისკები იზრდება, ადამიანის თავისუფლება არათუ ფართოვდება, არამედ იზღუდება. ამის ნათელი მაგალითი მოსმენების კანონია. რამდენიმე ქალაქს თვითმმართველის სტატუსს ართმევენ, – აცხადებს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, შედეგმაც არ დააყოვნა კვირიკაშვილის რეიტინგზე აისახა,  თუმცა მისი აზრით, პრემიერს საკმაოდ ბევრი პოზიტივი აქვს. – შედეგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც […]

გია ხუხაშვილი: „მარგველაშვილი მესამე ძალის ლიდერი გახდება“

გია ხუხაშვილი: „მარგველაშვილი მესამე ძალის ლიდერი გახდება“

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ ჩანან ლიდერები და მათ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ. მათ ფონზე პრეზიდენტს რეიტინგის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს. ის დამოუკიდებელია, არავის ჩრდილში არ არის და ასეთ თვისებებს საქართველოში პატივს სცემენ. – მარგველაშვილი დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან ის იმითაც განსხვავდება, რომ ძალაუფლებას არ ეპოტინება. ის არ მიიჩნევს, რომ ძალაუფლებაში რაიმე სიკეთეა. […]

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩაფარცხა“

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩაფარცხა“

პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 24 წელი გავიდა. სააკაშვილის დროს ამ საქმის გამოძიება თითქოს დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა. ეს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. თუ გვინდა, რომ მომავალ თაობებში მითქმა-მოთქმა, ზიზღი და დაპირისპირება არ იყოს, მათ უნდა იცოდნენ სიმართლე. […]

IRI-ის კვლევა: ქართული ოცნება – 26%, ნაციონალური მოძრაობა – 15%

IRI-ის კვლევა: ქართული ოცნება - 26%,  ნაციონალური მოძრაობა - 15%

,,კურიერისთვის” ცნობილი ხდება ამერიკის საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ცნობილია, რომ კვლევის სრული ვერსია ოფიციალურად ორშაბათს გასაჯაროვდება. გავრცელებული ცნობით, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა. კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას – შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება – 26 %. ნაციონალური მოძრაობა – 15 % ევროპული საქართველო -7 […]

IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

წინასწარი ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს – 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით. IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 3 აპრილის გამოქვეყნდება.