კატეგორია: აქტუალური

ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება _ “ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი”

ხატია დეკანოიძე შვილის დაკავებას ეხმაურება _ "ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის შვილი თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს. ფაქტი ნიუპოსტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ახალგაზრდას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თორნიკე კოპალეიშვილი თბილისში დააკავეს. ვაჟის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ხატია დეკანოიძე. _ ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! […]

სუს-ის თანამშრომლის ოჯახი: ბათუმში დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება იყო?

სუს-ის თანამშრომლის ოჯახი: ბათუმში დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება იყო?

სუს-ის თანამშრომლის, ამირან ყიფიანის, ოჯახში არ გამორიცხავენ, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო. სუს-ის თანამშრომლის,ოჯახში ამბობენ, რომ ამირან ყიფიანის ძმა რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კამათის შემდეგ ყიფიანის ძმა დააკავეს. ოჯახში ამბობენ, რომ მათ დაპირისპირების ამსახველი მასალაც გააჩნიათ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“

საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“

_ ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია.  ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. _ შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი […]

გაზის ტარიფი 24 ივლისს დადგინდება

გაზის ტარიფი 24 ივლისს დადგინდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სოკარის, საქორგგაზის, ყაზტრანსგაზის და გაზის გამანაწილებელი კომპანიის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ტარიფის დადგენის ბოლო ვადა სოკარისა და საქორგგაზისთვის 24 ივლისი იქნება, ვინაიდან მათ უფრო ადრე მიმართეს კომისიას, ხოლო ყაზტრანსგაზისთვის და გაზის გამანაწილებელი კომპანიისთვის _ 28 ივლისი. _ კომისიამ დაიწყო ბუნებრივი გაზის სატარიფო რეგულირება. ორმა […]

ანა სუბელიანმა თეა წულუკიანს სააპელაციოში დავა მოუგო

ანა სუბელიანმა თეა წულუკიანს სააპელაციოში დავა მოუგო

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. _ ჩვენი სარჩელი თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. აღგვადგინეს ტოლფას თანამდებობებზე და დაკმაყოფილდა სრულად იძულებით განაცდური, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა, 3 წლის ხელფასი, _ აცხადებს ანი სუბელიანმა. სუბელიანის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, სადაც ისინი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას […]

მარიამ მენაბდიშვილი: “ისრაელის მესაზღვრემ წყლის ჭურჭელში ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო”

მარიამ მენაბდიშვილი: "ისრაელის მესაზღვრემ წყლის ჭურჭელში ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო"

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ”ახალ თაობასთან” ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს. _ ბოლო დროს საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ისრაელში მებაჟეების მხრიდან ქართველების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხზე? _ როგორც უფლებადამცველსა და ადვოკატთა პროფკავშირების თავმჯდომარეს, დაზარალებულმა მოქალაქეებმა ჩამოსვლისთანავე მომმართეს მათი უფლებების დასაცავად. ისინი დეპორტირებულნი იქნენ ისრაელიდან. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე მარიამ მენაბდიშვილი. […]

გიგი ტუღუშმა “სითი-პარკს” 11.400 ლარის ჯარიმაზე სასამართლო მოუგო

გიგი ტუღუშმა "სითი-პარკს" 11.400 ლარის ჯარიმაზე სასამართლო მოუგო

კომპანია, რომელიც თითქმის 10 წელია, თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, დედაქალაქის მაცხოვრებლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. “სითი-პარკის” წყალობით, ალბათ თითოჯერ მაინც, ყველა თბილისელი მძღოლი დაჯარიმებულა, მაგრამ ის რაც გიგი ტუღუშს შეემთხვა, თითქმის უპრეცედენტოა _ მას 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს, რომლის საერთო თანხა 11.000 ლარს აღემატებოდა. თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ტუღუშმა კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო. თბილისის საქალაქო […]

როგორ გადადიოდა რუსთავი 2 ხელიდან ხელში

როგორ გადადიოდა რუსთავი 2 ხელიდან ხელში

როგორი იყო რუსთავი 2-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე და როგორ იცვლებოდა მისი მფლობელების ისტორია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2013 წლის ანგარიშშია მოცემული. ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიის დაარსებიდან, 1994 წლიდან 2004 წლამდე ტელევიზიას დამფუძნებლები დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი ფლობდნენ. 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, 2012 წლამდე […]

გია ხუხაშვილი: “რუსთავი 2-ის წაღებით ხელისუფლებამ მხოლოდ თავი დაიზიანა”

გია ხუხაშვილი: "რუსთავი 2-ის წაღებით ხელისუფლებამ მხოლოდ თავი დაიზიანა"

დაადგა თუ არა ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად გადაქცევის გზას, რატომ დარჩნენ ევროპელი პოლიტიკოსები შეურაცხყოფილები, რა პრობლემები შეექმნება ხელისუფლებას და რატომ არის უადგილო მათი ზეიმი? _ ამ თემებზე “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი. _ რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად ქცევის გზას დაადგა. თქვენი აზრით, დაემსგავსება თბილისი ფხენიანს? _ […]

ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”

ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”

სტრასბურის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. _ მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან სასიხარულო ცნობა მოვიდა, სასამართლომ პირველად საკუთარ ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ. სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: _ 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ […]