ელისო კილაძე ხელისუფლებას ემუქრება _ მის ვაჟს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ელისო კილაძე ხელისუფლებას ემუქრება _ მის ვაჟს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდაგაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რეადქტორის, ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. თავის მხრივ პროკურატურა ხარშილაძის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა.
საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ელისო კილაძის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თავად ელისო კილაძე ამ ფაქტს ფეისბუქზე გამოეხმაურა.

_ ორთვიანი პატიმრობა როგორც მოსალოდნელი იყო.
ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი.
დღეიდან ჩემი ყველა დღე არის თითო აგური ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე, _ დაწერა ჟურნალისტმა.

ცოტა ხნის წინ კი მან გამოაქვეყნა იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც, მისი თქმით, მის ვაჟს ნარკოტიკი ჩაუდეს:

_ პოლიციელები რომლებმაც ჩემს შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.
კუკური წივწივაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი, ზაქარია ვასაძე.
შვილები მოარიდეთ _ მათ დედებს და შვილებს უნდა შერცხვეთ !!!
გააზიარეთ !!!!

დავით ხარშილაძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებული დანაშულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.