ჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა “ასუტაში” მუშაობს, ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე გვიამბობს: – ისრაელმა მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში. ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს, ვინც არ არის აცრილი, ვაქცინა მათ გადავუნაწილოთო. საბედნიეროდ, საქართველოში შემოვიდა “ფაიზერი” და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ყველას მოგიწოდებთ აცრისკენ. იდეალური გამოსავალი არ არის, […]
კატეგორია: აქტუალური
დავით კირკიტაძე რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს, ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობისთვის
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ” დღის ბოლოს რეგიონებში მერობის კანდიდატებს წარადგენს. “პირველების” ინფორმაციით, გადამწყვეტ არჩევნებზე მერობისთვის ქუთაისში ხატია დეკანოიძე, რუსთავში დავით კირკიტაძე, თელავში კი გიორგი ბოტკოველი იბრძოლებს. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატები ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ. გაერიანებული ოპოზიციის სახელით არჩევნებში კენჭს სხვა და სხვა პარტიები იყრიან.
ნათია მეზვრიშვილი – “გახარიას წინააღმდეგ “ოცნებამ” მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო”
ძალოვანი უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისულებული თანამშრომლების დევნას გიორგი გახარიას პარტიაში ეხმიანებიან. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო მანქანა ჩართო. მისი თქმით, საქმეში ჩართულია სუს-იც, რომელსაც პარტიის წევრები 24 საათიან კონტროლზე ჰყავს აყვანილი. – როგორც ჩანს, პარტია „საქართველოსთვის“ გაძლიერების და ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება პოლიტიკური ნიშნით ჩვენს მხარდამჭერებზე, […]
“რუსეთი ივანიშვილის შემცვლელად გახარიას ამზადებს” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია რუსული პროექტია, ოღონდ მას დასავლელად წარმოაჩენენ. – რუსეთის დავალებით, აქაურ ტროლებსა და ბოტებს დავალებული აქვთ გახარიას დასავლელ ლიდერად გასაღება. საერთოდ, საქართველოში ვინც მეინსტრიმშია, სააკაშვილი იქნება თუ გახარია, მედასავლეთედ უნდა წარმოაჩინონ. სინამდვილეში, მათ დასავლეთთან საერთო არაფერი აქვთ. გახარია მოსკოვიდან ჩამოვიდა და ჯერ ბიზნესომბუდსმენად დაამტკიცეს. […]
“ქართულ ოცნებას” პრობლემებს გახარია შეუქმნის” – ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დღეს თუ 43%-ს ვერ იღებს და პრობლემა შეექმნა, ეს პრობლემა მას შეუქმნა არა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ გახარიამ. – რომ გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები, აქ არ ვგულისხმობ, ცხადია, ივანიშვილს, დიდად იქნებიან მოხარულები გახარიასთან კოალიციით, რასაკვირველია, ეს ასე არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ეცდება […]
„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს – ღარიბაშვილი და კალაძე”
„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერობის კანიდატებს შორის ყველაზე ძლიერია კახი კალაძე: – მის კონკურენტად განვიხილავ ნიკა მელიას. არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების ამომრჩეველი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში. ის ახლაც მერია და მართლა მუშაობს. ის არის რეიტინგული. „ოცნებას“ ამჟამად სულ ორი […]
აშშ-ის საელჩო – “აშშ ძალიან გაბრაზებულია “ოცნების” ცალმხრივი გასვლით 19 აპრილის შეთანხმებიდან”
“ქართული ოცნების” მიერ მიშელის დოკუმენტიდან ცალმხრივ გასვლას საქართველოში ასშ-ის საელჩო ასე გამოეხმაურა: ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა […]
“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად გააუქმა
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. „დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და […]
ღარიბაშვილი – “საქართველოს ჩაკეტვა და ლოკდაუნი არ იგეგმება”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და „ლოკდაუდნი“ არ იგეგმება.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა – პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს. „ბევრი საუბარია ბოლო დროს, კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის […]
ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
“ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველომ აშშ-სგან საჩუქრად მიიღო. პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ხვალიდან, 24 ივლისიდან შეეძლებათ. რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ. ტვ პირველი