ნათია მეზვრიშვილი – “გახარიას წინააღმდეგ “ოცნებამ” მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო”

ნათია მეზვრიშვილი - "გახარიას წინააღმდეგ "ოცნებამ" მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო"ძალოვანი უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისულებული თანამშრომლების დევნას გიორგი გახარიას პარტიაში ეხმიანებიან.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო მანქანა ჩართო. მისი თქმით, საქმეში ჩართულია სუს-იც, რომელსაც პარტიის წევრები 24 საათიან კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

– როგორც ჩანს, პარტია „საქართველოსთვის“ გაძლიერების და ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება პოლიტიკური ნიშნით ჩვენს მხარდამჭერებზე, წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ ლოიალურად არიან განწყობილები ჩვენი პარტიის მიმართ.

ეს პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, 11 მაისს დაიწყო, როდესაც მერის მოადგიილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, აიპების დირექტორების, სპეციალისტები და უბრალოდ, რიგითი საჯარო მოხელეები რიგითი პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

დღეს უკვე ხელისუფლებამ ჩართო მთელი სახელმწიფო მანქანა. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნებისთვის ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ ხელისუფლება აქტიურად იყენებს სუს-ს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს. მტელ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას მთლიანად პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ, – აცხადებს მეზვრიშვილი.

ტვ პირველი