კატეგორია: აქტუალური

თენგიზ ცერცვაძე დიმიტრი ხუნდაძის წინააღმდეგ – “იქნებ გვითხრათ, სწორად როგორ უნდა მოვქცეულიყავით!”

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს. ცერცვაძის განცხადებით, ჟურნალისტის კითხვაზე ხუნდაძემ უპასუხა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. „ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი […]

რომან გოცირიძე – „ხელისუფლების მითვისებას „ოცნებას“ არავინ აპატიებს“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, დაპირისპირება ოპოზიციაში არ ცხრება. განსაკუთრებით თქვენსა და ევროპულ საქართველოს შორის. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სიბრიყვეა ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს კინკლაობა და რომ ეს ოპოზიციას აზარალებს. საუბარია იმაზეც, რომ ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამაზე რას იტყვით? – ხელისუფლების […]

ნიკა მელია – “დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძეს ვუჭერთ მხარს, საბურთალოზე კი ჩვენს კანდიდატს არ ვაყენებთ”

ჩვენ მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე დეკლარაცია, რომელიც ხმების დაცვასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. მელიას თქმით, უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ, გაფორმდება შეთანხმება, რომ ოპოზიციური პარტიები “ქართულ […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში”

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დიდი მადლობა ყველას ვინც იყო ინიციატორი და ვინც მხარი დამიჭირა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებით საბურთალოს ოლქში დავესახელებინე საერთო კანდიდატად. სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში. დანარჩენი დამოკიდებულია შრომაზე და იღბალზე“… „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციამ საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

საიდუმლო რეისი მინსკში – რა ბორტი დაჯდა შუაღამეზე თბილისის აეროპორტში

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც საქართველოდან ბელარუსში გაფრინდა, რამდენიმე წუთის წინ უკან დაბრუნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიპ -ლოჟაში ცოტა ხნის წინ დაჯდა.  “მთავარის” ინფორმაციით, მინსკში საქართველოდან 8 პირი იმყოფებოდა, თუმცა უცნობია კონკრეტულად ვინ. ერთ ერთი ინფორმაციით, მინსკში, სადაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასი ათასობით ადამიანი აპროტესტებს და ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას დასავლეთი არ აღიარებს, საქართველოს პრეზიდენტიც იყო ჩასული. თუმცა ამ […]

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 15 აგვისტოდან, ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია იწყება. მოზარდების მშობლებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციისთვის შემდეგი ინფორმაციები უნდა განათავსონ: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების […]

„არჩევნებში გამარჯვებისთვის „ოცნება“ და „ძალა ერთობაშია“ იბრძოლებენ“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ პაატა დავითაია პასუხობს. – ბატონო პაატა, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, რამდენად დალაგდა ოპოზიცია? წინა ინტერვიუში ცოტა განაწყენებულმაც კი განაცხადეთ, ოპოზიცია გამარჯვებისთვის არ იბრძვისო. თქვენ მომხრე იყავით გაერთიანების, რაც ვერ მოხერხდა. რას იტყვით ახლა? – დიახ, ძალიან სწორად დასვით აქცენტი და როგორც მე გითხარით, ზუსტად […]

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარედგინათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. “საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის […]

გახდება თუ არა ოქრუაშვილი ოპოზიციის კანდიდატი საბურთალოზე

ზურა (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებით, თბილისში საბურთალოზე, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა. ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება ტვ „პირველის“ ეთერში გააკეთა. „ახალ თაობასთან“ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „მივიღე წინადადება ოპოზიციის ლიდერებისგან კენჭი ვიყარო საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატად და ვითხოვე დრო გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილებას კი, კონსულტაციების შედეგადვ მივიღებ.“ გადაწყვეტილება,სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სროლა ახალქალაქში – მოკლულია 1 ახალგაზრდა

სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში. ბოლო ერთი საათია, სროლის ხმა ისმის ჯავახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს. მათივე ინფორმაციით იყო მუქარა ჟურნალისტების შორის. ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სოფლის მოსახლება ახალქალაქშია ჩასული და დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი […]