სროლა ახალქალაქში – მოკლულია 1 ახალგაზრდა

სროლა ახალქალაქში - მოკლულია 1 ახალგაზრდასისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში. ბოლო ერთი საათია, სროლის ხმა ისმის ჯავახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს. მათივე ინფორმაციით იყო მუქარა ჟურნალისტების შორის.

ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სოფლის მოსახლება ახალქალაქშია ჩასული და დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. ადგილზე მობილიზებულია რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით, მეზობელი სოფლებიდან გადაჰყავთ რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძროები.

კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.