გახდება თუ არა ოქრუაშვილი ოპოზიციის კანდიდატი საბურთალოზე

გახდება თუ არა ოქრუაშვილი ოპოზიციის კანდიდატი საბურთალოზეზურა (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებით, თბილისში საბურთალოზე, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა. ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება ტვ „პირველის“ ეთერში გააკეთა.

„ახალ თაობასთან“ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა:

„მივიღე წინადადება ოპოზიციის ლიდერებისგან კენჭი ვიყარო საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატად და ვითხოვე დრო გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილებას კი, კონსულტაციების შედეგადვ მივიღებ.“

გადაწყვეტილება,სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.