სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ქრისტე აღდგა! დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით […]
კატეგორია: აქტუალური
პატრიარქი – ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას
პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს. “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!”- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.
17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში მსუბუქი მანქანით გადაადგილება სრულად აიკრძალა
ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. “დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ ვიღებთ ზომებს. ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება […]
აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21 საათზე მივა და ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ამასთან, როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო […]
ჰარცელი – “ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას“
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განაჩენი პოლიტიკური პოლარიზაციის გაზრდის რისკებს შეიცავს. ამის შესახებ მან ევროკავშირის ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის […]
ამერიკა ოქრუაშვილის განაჩენით შეშფოთებულია – „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”
“ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას” – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ შეშფოთებულია ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენის გამო. “პოლიტიკური ჩარევა და შერჩევითი სამართლის გამოყენება” – ეს ის პოლიტიკური შეფასებებია, რასაც აშშ-ის საელჩო განცხადებაში იყენებს. „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს […]
ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით […]
გიორგი ბაბუაძე – “კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის”
მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის. როგორც გიორგი ბაბუაძე განმარტავს, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და აღნიშნული ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. „ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის… ჩვენ […]
ივანიშვილმა კოვიდ 19-ის დასამარცხებლად 100 მილიონი გადარიცხა
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ – Stopcov ფონდში. ფონდში Stopcov 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა. ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124.543.899 ლარს შეადგენს.
საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება
საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება. დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე. ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა […]










