საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირებასაქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება.
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე.

ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.

ცნობილია, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება.