ივანიშვილმა კოვიდ 19-ის დასამარცხებლად 100 მილიონი გადარიცხა

ივანიშვილმა კოვიდ 19-ის დასამარცხებლად 100 მილიონი გადარიცხაკორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ – Stopcov ფონდში.

ფონდში Stopcov 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა.

ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124.543.899 ლარს შეადგენს.