კატეგორია: აქტუალური

მამუკა გამყრელიძე – “შუაშისტების დრო მოვიდა, მათი პოზიცია 2020-ის არჩევნების ბედს გადაწყვეტს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, უმძიმესი ფონია ქვეყანაში. თქვენი შეფასებები ბოლო პერიოდის პროცესებთან დაკავშირებით როგორია? – გეთანხმებით. ცუდი პროცესები ვითარდება. როდესაც მშვიდობიანი აქცია დაშალეს, მაშინ ვთქვი, რომ ესენი შევიდნენ ტერმინალურ ფაზაში და აუცილებლად შემდეგი ნაბიჯები იქნება პერსონალური დევნა, დაგვერევიან სათითაოდ ყველას და დაგვიწყებენ […]

ფეისბუქმა “ოცნების” ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა – მათ შორის FastNews.ge, Mypress.ge, ეროვნული მედია

რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ ფეისბუქმა მასშტაბური წმენდა საქართველოში დაიწყო. ამიერიდან საქართველოც სწორედ იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ხელისუფლება ყალბ გვერდებს ქმნის, ან აფინანსებს. „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა. „წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში,- ამის შესახებ კომპანია „ფეიბუქის“ […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “რას ვიფიქრებდი, რომ უგულავას და ბოკერიას დაცვა მომიწევდა!”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ოპოზიცია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის კუხიანიძის გადადგომას ითხოვს ცნობილი პოსტის გამო, რომელიც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დაწერა. “ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებას მიიღებს? – ერეკლე კუხიანიძემ არათუ თანამდებობა, საერთოდ საკრებულო უნდა დატოვოს. პარტიიდანაც უნდა გარიცხონ. თუმცა, მე […]

ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი გალის ქუჩაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 19-108-ე  მუხლით არის დაწყებული, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კახა დავითური – “მწვანე სკოლა” სულ რომ დაეწვათ, პატრულს არ გამოვიძახებდი, რომ მცოდნოდა, რომ ეს მოხდებოდა”

ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამოძიება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “მწვანე სკოლის” დირექტორმა კახა დავითურმა განუცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი მოზარდის მეგობრების სულიერი მდგომარეობა მძიმეა. “ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი […]

აშშ-ს ხელისუფლება გახარიას წინააღმდეგ – “თქვენი მთავრობის საქციელი თავზარდამცემია”

ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების ადამ კინზინგერი და გერი კონოლი წერილში წერენ, რომლის ადრესატი […]

კალაძე – “დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა”

უვადო მოსამართლეების დამტკიცებას  დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახი კალაძე ამბობს, სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით საზოგადოება ენდობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა მოხვდა. “ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება თვითონ მოსამართლეებს, ალბათ მათგან, ვინც იქნა დამტკიცებული, არის რამდენიმე ოდიოზური […]

 ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

88 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – ოცნებამ “მელიას” უფკლება-მოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს.

ძიუდოისტი, რომელიც უგულავასა და გაბაშვილს თავს დაესხა, 16 ნოემბერს აქციაზე პროვოკატორთან ერთად იმყოფებოდა – ვიდეო

ძიუდოისტი, რომელიც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა და შემდეგ ოპოზიციის ლიდერს თავად უჩივლა, მცემაო, 16 ნოემბერს აქციაზე პროვოკატორთან ერთად იმყოფებოდა – ინფორმაციას და კადრებს ” ფორმულა” ავრცელებს. https://www.facebook.com/FormulaNews/videos/1231638640557687/

პარლამენტთან დაკავებულთა სია

“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, პარლამენტთან დაკავებულთა სია: ესენი არიან: 1) გიორგი ვაშაძე (გაერთიანებული ოპოზიციის წევრი) 2) გიორგი თევდორაძე (ენმ) 3) ბესო გაზდელიანი (ენმ) 4) გურამ ჩალაგაშვილი (გამარჯვებული საქართველო) 5) ზურაბ კოსტავა 6) დათო კაკაურიძე 7) კახაბერ მაჩიტიძე “სირცხვილიას” ერთი აქტივისტი და კიდევ ორი ადამიანი, რომლის ვინაობაც ჯერ არ იციან. მანჯგალაძის ინფორმაციით, ისინი […]