კალაძე – “დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა”

კალაძე - "დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა"უვადო მოსამართლეების დამტკიცებას  დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახი კალაძე ამბობს, სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით საზოგადოება ენდობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა მოხვდა.

“ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება თვითონ მოსამართლეებს, ალბათ მათგან, ვინც იქნა დამტკიცებული, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა.

მთავარი არის ის, რომ იყო ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შსს, ყველაფერი იყო ეს ადამიანი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთავი 2