კატეგორია: აქტუალური

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს – “20 ივნისის ღამე იყო წყალგამყოფი”

მამუკა ხაზარაძე - "ნაციონალების წინააღმდეგ დაწერილ იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერდი"

მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ ხაზარაძე მიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი ხაზარაძე წერს, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, რაც საზოგადოების დაპირისპირებისკენაა მიმართული. “ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა […]

სოსო ცინცაძე – „დღეს პოლიტიკური სამოქალაქო ომია“

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაწყებული გამოძიება გადააკვალიფიცირა და საქმის ძიებას სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მუხლით აგრძელებს. უკვე დააკავეს 4 პირი, გამოაქვეყნეს ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან ეს პირები თავს პოლიციას, მაგრამ რამდენად არის ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს ძალზე ბუნდოვანია. მოწმე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება მისცა, არაერთ პოლიტიკურ ფიგურას ასახელებს. გველოდება თუ არა პოლიტიკური დაჭერები თუ […]

კახა კოჟორიძე – “3%-იანი ბარიერი უკეთესი იქნება”

კახა კოჟორიძე - „პასუხისმგებლობის მხოლოდ კირკიტაძისთვის დაკისრება შერჩევითი სამართალის ნიშნებს აჩენს“

“ახალი თაობის” კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი კახა კოჟორიძე პასუხობს – ბატონო კახა, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით ჩაატარებს. თქვენი შეფასებები როგორია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით? – საქართველოში კონსენსუსი არსებობდა ყოველთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის სწორი სისტემა და ის ბევრად უკეთესია მაჟორიტარულ სისტემაზე. რატომ ქვია პროპორციული? პროპორციული ქვია იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები მანდატებს მიიღებენ […]

გია ხუხაშვილი – „ხელისუფლება მელიასგან სერიოზულ ლიდერს ქმნის“

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

1 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად გამართა საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაცია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა პრეზენტაციაზე არ მივიდა, მაგრამ რამდენიმე მაინც მივიდა, რამაც სხვა ოპოზიციონერების კრიტიკა გამოიწვია. რატომ არ იყო ოპოზიცია ერთიანი, რა შანსი აქვს გადასარჩენად “ქართულ ოცნებას” და რა თქვეს ხელისუფლებამ და სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი […]

პაატა ზაქარეიშვილი – “პროცესებს დღეს ნაციონალები მართავენ”

პაატა ზაქარეიშვილი - "ოცნება" თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს"

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს – ბატონო პაატა, როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას? – ის კრიზისი, რომელიც იყო “ქართულ ოცნებაში”, გადავიდა სახელმწიფოზე. ეს ის შემთხვევაა, როცა მათი შიდა მოუგვარებელი პრობლემები სახელმწიფოს პრობლემები გახდა. მე მანამდეც არაერთხელ მითქვამს თქვენი გაზეთის საშუალებით, რომ რაც მანამდე ხდებოდა, ეს იყო შიდა პარტიული კრიზისი და აი […]

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა

დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე გამოცდის ჩასაბარებლად 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს; „ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო; დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა […]

შოთა დიღმელაშვილი – ”როგორც კი გახარია გადადგება, მაშინვე წავალთ სახლში”

შოთა დიღმელაშვილი - ”როგორც კი გახარია გადადგება, მაშინვე წავალთ სახლში”

„ჩვენ აქ ვქმნით ახალ ქართულ პოლიტიკას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოებაზე დაყრდნობილი პოლიტიკა,“ – ეს განცხადება აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა. დიღმელაშვილის თქმით, ახლა ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გადადგეს შს მინისტრი. ის ამბობს, რომ მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პარლამენტის წინ აქცია დაიშლება. „ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ კონკრეტული მოთხოვნებით გამოვედით, შესრულდება და დავიხურავთ ქუდს და წავალთ სახლში, […]

მაია ცქიტიშვილი – ”20-21 ივნისის მოვლენებზე კითხვები დილეტანტებს აქვთ”

მაია ცქიტიშვილი - ”20-21 ივნისის მოვლენებზე კითხვები დილეტანტებს აქვთ”

20-21 ივნისის მოვლენებზე როდესაც დილეტანტებს აქვს კითხვები, კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები დემონსტრანტების მიმართ და ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, აქციის დასაშლელად არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები და ლეტალური იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. „როდესაც […]

რას აკეთებდა ნიკა მელია 20 ივნისის ღამეს, მაშინ როდესაც აქციის დაშლა მიმდინარეობდა – ვიდეო

ნიკა მელია - ”პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ”

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ეხმარება ნიკა მელია გოგონას, რომელსაც თვალში ტყვია აქვს მოხვედრილი.​​​​ https://youtu.be/3Ys-cPrFmOE

გია ხუხაშვილი – „ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს „ქართულ ოცნებაში“ – ისეთ რამეს ნუღარ ჩაიდენთ, რომ ხიდი დაიწვას და მომავალში გაგვიჭირდეს ურთიერთობა“

„ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს ქართულ ოცნებაში და მის ორბიტაზე – ისეთ რამეს ნუღარ ჩაიდენთ, რომ ხიდი დაიწვას და მომავალში გაგვიჭირდეს ურთიერთობა. გახსოვდეთ, რომ ესეც გაივლის და ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად ყოფნა. ერთი კითხვა დაუსვით საკუთარ თავს – ვინ, როგორ და რა მიზნით შექმნა სამყარო, რომელშიც პოლიტიკის სახელით მეგობრები ერთმანეთს თვალს არიდებენ“. – წერს გია ხუხაშვილი […]