კატეგორია: აქტუალური

ირაკლი ოქრუაშვილი – “კალაძის დავალებით მესროლეს!” – ვიდეო

„გგონიათ, ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა, მე არ ვიყავი, კალაძე იყოო“ – ეს სკანდალური განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ პირველის ეთერში თოქშოუ „რეაქციაში“ გააკეთა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ მას “ოცნების” ხელისუფლებამ იმ დოკუმენტის დათმობა მოსთხოვა, რომელსაც ის დღეს ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარადგენს. ოქრუაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნაზე უარის პასუხად მას ესროლეს და ეს არ იყო ვინმე […]

შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს

მე განვიხილავ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ შალვა თადუმაძემ განაცხადა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს. შალვა თადუმაძის გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაახლოებით 5 საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. იპნ

ნიკა გვარამია თეა წულუკიანს – “ხომ გაფრთხილებდით, რომ დანაშაულს ჩადიხართ?!”

„ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით რომ დანაშაულს ჩადიხართ? ხოდა, როგორაა ახლა საქმე?! ps […]

აშშ-ის ელჩად საქართველოში ალექსანდრ ვერშბოუ ინიშნება

დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება დანიშნოს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამით სრულდება მეტისმეტად გახანრძლივებული უცნაური ვითარება, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ უმთავრეს პარნტიორ ქვეყანაში ვაშინგტონს არ ჰყავდა სრულუფლებიანი წარმომადგენელი. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით  საქართველოში  ამერიკის სრულუფლებიან ელჩად NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე  ალექსანდრ ვერშბოუ  ინიშნება. სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილების […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას“

მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში, სარჩელის შეტანის მეშვეობით, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეიტანა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში. „ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე – ლონდონში ან პარიზში რომ […]

ჯოხთაბერიძე თუ ჩხარტიშვილი – ვის მიჰყიდის ხალვაში “რუსთავი 2”-ს

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშმა შესაძლოა უახლოეს მომავალში “რუსთავი2” გაყიდოს. ხალვაშმა მინიშნება იმის შესახებ, რომ ის სამომავლოდ კომპანიის გაყიდვას გეგმავდა, ჯერ კიდევ სასმართლო დავების მიმდინარეობისას 2017 წლის 2 მარტს ტვ პირველის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი არ იქნებოდა. “მე ვარ კომერსანტი. ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “რუსთავი 2” იყო ჩემი საკუთრება… ის ქიბარ ხალვაშის არასდროს ყოფილა“

„რუსთავი 2“ არასამართლიანად დაათმობინეს მე და არა ხალვაშს, ძაღლის თავი ამაშია დამარხული“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოქრუაშვილი საქართველოშია – მან „შაბათის კურიერს“ ინტერვიუ მისცა და დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაფორმდა „რუსთავი 2“ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ოქრუაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანიის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არასდროს უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად […]

“ქიბარ ხალვაში “რუსთავი2-ში” იყო შემთხვევით და ფორმალურად” – ბიძინა ივანიშვილის აღიარება – ვიდეო

ბიძინა ივანიშვილი რამდენმე წლის წინ ქიბარზ ხალვაშზე და რუსთავი2-ზე საუბრისას აცხადებდა, რომ ხალვაში არის ტელეკომპანიის ფორმალური მმართველი. “რუსთავი2-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში იყო აბსოლიტურად შემთხვევით და ფორმალურად ” – აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი. ნიუპოსტი https://www.facebook.com/Nikolozz.gabelaia/videos/2329278087338520/  

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები – რეესტრის მონაცემები ორი ბიზნესმენის ინტერესების კვეთას ადასტურებს

„რუსთავი 2″-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპანიაში იკვეთება. ხშირ შემთხვევებში მათი სახელები პირდაპირ არ ფიგურირებს, მაგრამ კომპანიები და დამფუძნებლები ერთი საერთო პიროვნებით არიან დაკავშირებული. დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ვანო ჩხარტიშვილის და ქიბარ ხალვაშის კომპანიების ნაწილი ერთი და იგივე ადამიანის მეშვეობით […]

თამაზ ურთმელიძე – “ეს არის ჩემი მორალური გამარჯვება”

თამაზ ურთმელიძე, რომელმაც „რუსთავი2“-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამაზ ურთმელიძე ამბობს, რომ ეს არის მისი მორალური გამარჯვება. ურთმელიძის თქმით, დამტკიცდა, რომ ამ საქმეზე საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო მიუკერძოებელი, სწორი და დასაბუთებული. „სტრასბურგის სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ […]