მე ვეძებ იმ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობა შეუძლია,-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. რომან კაკულიას მტკიცებით, პოლიტიკიდან წასვლა თავად ბიძინა ივანიშვილსაც სურს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ის მოცემულობა, რა შემთხვევაშიც მას პოლიტიკიდან წასვლა შეეძლება. „ის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშიც შედის. არ არსებობს, რომ არ შედიოდეს. ამ ადამიანს პოლიტიკიდან […]
კატეგორია: აქტუალური
რის მიღწევას ცდილობს გახარია კალანდიას დაკავებით – სამართლიანობის აღდგენა თუ კონკურენტების ჩაძირვის მცდელობა
ერთ წელზე მეტი ითხოვდა ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას. ამ მოთხოვნით გასულ წელს თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა, რაც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომით დასრულდა, მაგრამ დათუნა სარალიძის მკვლელები კვლავ თავისუფლებაზე დარჩნენ. ამ ხმაურიანი აქციებიდან ერთი წლის თავზე, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მის დაკავებას ბევრი ითხოვდა, ამ […]
სოსო ცინცაძე – “ლადო კახაძეს დეპუტატობა რად უნდა, არ მესმის”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, 9 ივნისს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიციამ შეთანხმება ვერ შეძლო და შალვა შავგულიძე სახელისუფლო კანდიდატის პირისპირ მარტო დარჩა. რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ შეთანხმება? – ოპოზიცია იქცევა, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რას სჩადის. თან ეს არის ქართული კინკლაობის […]
ზელენსკი – ”ბახტაძე არ მინახავს, სააკაშვილი უკრაინაშია”
მამუკა ბახტაძის საიდუმლო და ნაჩქარევი ვიზიტი ბრიუსელში – საქართველოს პრემიერი ზუსტად იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის დელეგაცია გაჩერდა. ბრიუსელში რომ მამუკა ბახტაძეს ელოდებოდნენ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა “კურიერის”კორესპონდენტს მხოლოდ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ბახტაძის კორტეჟი სასტუმროს შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა. როგორც წესი, ყველა ვიზიტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრის აპარატი მედიას, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე. […]
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – ”ეს დავით გარეჯში კერძო აქტივობა იყო, რაც საქმეს არ წაადგა”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლა და იქ გაკეთებული განცხადება საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ერთი კერძო პირის მიერ განხორციელებული ქმედება იყო. ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოქმედება კერძო ინიციატივა იყო, რომელიც არ წაადგა დავით გარეჯის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარია, […]
ბახტაძის გასაიდუმლოებული შეხვედრა ზელენსკისთან – სტუმრობა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება
ბრიუსელში, სასტუმროში სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა, ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს. მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, სავარაუდოდ ბახტაძის გასაიდუმლოებული სტუმრობა ზელენსკისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება, რომელსაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ დაუბრუნა.
ანა დოლიძე – „ჩინჩალაძის კლანმა უკან დაიხია, ახალი პროცესი იწყება“
უზენაეს სასამართლოში მოხვედრის მსურველი მოსამართლეების 144 წევრიან სიაში არ არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი. სიაში არიან: მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. რა პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით და ელოდებიან თუ არა ახალი ჩინჩალაძე-მურუსიძეების შეპარვას? […]
თორნიკე შარაშენიძე – “სააკაშვილის გაძლიერება ნაცმოძრაობის გაძლიერებას ნიშნავს”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს – სააკაშვილს ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. რას შეცვლის ეს პროცესი და რისი მოლოდინი აქვს ნაცმოძრაობას? – ნაცმოძრაობა ძირითადად მაინც დგას მიშას რეიტინგზე. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ხმა მოაქვს ნაცმოძრაობისთვის. არ მგონია, რომ ისინი ცდილობდნენ მიშასგან დისტანცირებას, უბრალოდ, არ ეთანხმებოდნენ რაღაცეებში. დღეს მიშას გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ნაცმოძრაობის […]
ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენას 2024 წლამდე აპირებს
ყველა მიმართულებით რეიტინგშეზანზარებული “ოცნება” კატასავით ზურგზე არ ეცემა და შემდეგი არჩევნების მოგებასაც გეგმავს. ეტყობა მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ როგორც მადრიდის “რეალმა” მოიგო ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, თავადაც ეგრე მოაგებინოს “ოცნებას” არჩევნები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე ზედიზედ სამჯერ არჩევნები არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია. შევარდნაძეც და სააკაშვილიც ორი წრის შემდეგ წავიდნენ. ივანიშვილს კი წასვლა აღარ უნდა. […]
სააკაშვილი – ”ზელენსკი დამოუკიდებელი მოთამაშეა და ბევრს გააოცებს, ჩემ დანიშვნაზე მოლაპარაკება არ მქონია””
„მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას,” – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში გააკეთა. სააკაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი უკრაინის განვითარება და უკრაინელი ხალხია. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ხალხს მიმართა, მისცენ შანსი მათთან ერთად განახორციელოს რეფორმები. სააკაშვილის თქმით, ის გეგმავს, დაეხმაროს ახალ პოლიტიკურ გუნდს, […]










