კატეგორია: აქტუალური

საქართველოში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან მოხდა. ბიძგები 12:27 საათზე დაფიქსირდა და ის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ნიუპოსტი

დიმიტრი შაშკინი – „იზორიასგან ვერ მოვისმინე, როგორ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“

4 აპრილს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იმყოფებოდა და დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ის იყო, რომ მან რუსეთს მტერი იქამდე არ უწოდა, სანამ დამაზუსტებელი კითხვა არ დაუსვეს. რამდენად დამაჯერებელი იყო იზორიას პასუხები, როგორ აფასებს თავდაცვის უწყების პოლიტიკას და რას ფიქრობს სააკაშვილის იმ განცხადებაზე, […]

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველიინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა. „მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ფოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების […]

იქნება თუ არა ღარიბაშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში – კობახიძის განმარტება

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ოცნებისთვის“ ახალი კადრების მოძიებაში მთელი პოლიტსაბჭო, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც არის ჩრთული. „დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ამასთან ერთად, განახლებაც მნიშვნელოვანია, რამდენად მასშტაბური იქნება, ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც განხორციელდება. სია ჯერ არ არის შედგენილი და არც მუშაობა დაიწყება. ამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება”, – ამბობს კობახიძე და აქვე, […]

”სააკაშვილს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დროს საკუთარი გარემოცვა დაუპირისპირდა”

რატომ არ გამოიძია მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა? დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია თუ არა ამ საქმის გამოძიება? – ამ კითხვებს პასუხობს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. – ბატონო ტარიელ, რატომ არ გამოიძია წინა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა? როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის წევრი […]

სალომე ზურაბიშვილი – ”ივანიშვილი 2020-ის არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა”

ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა […]

დავით ჭიჭინაძე – “ოცნებამ” ყველა რესურსი ამოწურა, მალე ხალხი მინისტრების მოპარვაზე გადავა”

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე დღეს თქვენი პოზიცია როგორია? პარლამენტში ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. – ეს პარლამენტი 2020 წლამდე რატომ უნდა იყოს?! რისი გულისთვის, რა დამსახურებისთვის?! კოლექტიურ ზარდიაშვილებს უნდა უსმინოს ხალხმა კიდევ წელიწადნახევარი?! რომელი […]

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, 80 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა.პირველი პრეზიდენტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ: საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს; საქართველოს […]

ვახტანგ ძაბირაძე – “კობახიძის გუნდი “ოცნების” საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ეკა ბესელიას კიდევ გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. გამოძიებას ის ერთთვიან ვადას აძლევს. დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ როგორ ამაზრზენიც არის ამ კადრების გავრცელება, ისეთივე ამაზრზენია მისი გავრცელების სხვისთვის დაბრალება. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება? – მე ვეთანხმები მათიკაშვილს. დიახ, ამაზრზენია ერთი მხრივ […]

ივანიშვილი: ”ზვიად გამსახურდია გულანთებული იყო, მაგრამ ქვეყნის მართვას ცოდნა უნდა” – ვიდეო

სამეგრელოში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა და თქვა: ”ზვიად გამსახურდია გულანთებული იყო, მაგრამ ქვეყნის მართვას ცოდნა უნდა.” დანარჩენი ვიდეოში ნახეთ. https://www.facebook.com/PsouTV/videos/2299262633646407/