ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცულებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.
კატეგორია: აქტუალური
პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოკითხა
„თიბისი ბანკის“ საქმეზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაშიგანუცხადეს, ბუცხრიკიძე სასამართლოს წინაშე 18 მარტს გამოიკითხა. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის […]
”ნინო გვენეტაძეს ეშინოდა, რომ სცემდნენ საბჭოს სხდომაზე”
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა დღეს არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ისაუბრა: “ვინმემ მკითხეთ, ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღმოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, […]
ბურჯანაძე – ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ
ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ – ნინო ბურჯანაძის ისევ მოსკოვშია და ისევ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. ეს განცხადება პარტია “დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” გადაცემაში გააკეთა. გადაცემაში საუბრის მთავარი თემა ნატო-ს გაფართოება იყო. ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების არ ეთანხმება. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს,რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან […]
ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ – ზუგდიდში – მელია, მთაწმინდაზე – შავგულიძე
“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში ისინი საარჩევნო რინგზე საერთო კანდიდატით ავლენ. უკვე გარკვეულია მარათონის მონაწილეებიც. ზუგდიდში ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა, მთაწმინდაზე კი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელსაც ევროპელები ლობირებენ. ირაკლი ალასნიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ სწორედ ის თავმჯდომარეობს. თუმცა, ეს შეთანხმება მოქმედებს […]
არჩილ თალაკვაძე გაქურდეს – ქურდები მე-3 სართულზე ვერანდიდან შევიდნენ და იარაღი და ფული მოიპარეს
საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფომირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. მძარცვლები მე-12 კორპუსის მე-3 სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში, ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა. კურიერი ინფორმაციის გადასამოწმებლად თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს ამ თემაზე ხვალ გააკეთებს. “გვეგონა, სპეცოპერაცია ტარდებოდა, იმდენი პოლიცელი იყო, მთელი […]
რუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთთან – შეშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შეიარაღებული ფორმიანები სატვირთო მანქანებით იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ სათვალთვალო კოშკურა ააგეს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ოკუპანტების მობილიზების მიზეზებზე, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც გორის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, ოკუპანტებს მავთულხლართებით შემოსაზღვრული ტერიტორია არ გადმოუკეთავთ. მისთვისაც უცნობია, […]
კიბერთავდასხმა თიბისიზე და 4 წერილი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიწერა
„ტვ პირველი“ 4 წერილს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე არაერთი შეტყობინება გაიგზავნა. მესამე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება. მომდევნო წერილში ხაზარაძე გიორგი გახარიას სწერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის […]
საქართველოში უცხოური ინვესტიციები 34.9 პროცენტით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღსანიშნავია, რომ […]
პანიკა მსოფლიოს ავიაციაში – ჩინეთმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა
ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა, ვინაიდან მსგავსი მოდელის ლაინერმა გუშინ ავიაკატასტროფა განიცადა. შეგახსენებთ, ეთიოპიიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა. ლაინერი ადის აბებადან ნაირობიში მიფრინავდა. ბოლო ხუთი თვის მანძილზე ეს ბოინგ 737-ის რიგით მეორე კატასტროფა იყო. ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი ავიახაზებს შეატყობინებენ […]










