ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, […]
კატეგორია: აქტუალური
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატარონ“ – აშშ
ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. კლანის წევრი ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ უმწვავეს განცხადებებთან ერთად, სანქციებზე ისაუბრეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზეც. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა თქვა, რომ შტატები სანქციებს იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუმპირებული მთავრობების წინააღმდეგ. “სანქციები, როგორც იცით, არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან საბრძოლველად. ჩვენ არასდროს […]
“ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ” – როგორ მიმართა რიჟვაძემ ოპოზიციას
აბა გამახსენე, რას ვამბობდი მიხეილ სააკაშვილზე,წეღან როგორც ამბობდით რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენდეთ რა ვთქვი, თქვე ჭორიკნებო… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ – ამ სიტყვებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპოზიციას მიმართა. უმაღლეს საბჭოში გუშინ წლიური ანგარიშის წარდგენა იყო, თუმცა მთელი სხდომის განმავლობაში რიჟვაძე შეურაცხყოფას აყენებდა ოპონენტებს, ემუქრებოდა მათ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ცინიკური გამონათქვამებით “შე უზრდელო ბავშვო […]
“პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა” – რა მოხდა “ბორჯომის” გაფიცვაზე
“პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა” – “ბორჯომის” ქარხანაში თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილები წინ გადაუდგნენ ქარხნის ტერიტორიიდან გამომსვლელ მანქანას და მას გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე შეკრებილები სკანდირებდნენ “ჩამოდი მანქანიდან”. ქარხანასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ცდილობდა მანქანისთვის გზა გაეთავისუფლებინა, რასაც ხმაური მოჰყვა. “გუშინ მოლაპარაკებაზე დაგვპატიჟეს, ვისაუბრეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იყო, დღეს გადაუარეს ქალებს, კაცებს, ამ მშიერ ადამიანებს, უსამართლობაა […]
ნათია თურნავა შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დანიშნონ
ხელისუფლებამ ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი შეარჩია. შესაძლოა, ეკონომიკის ექს-მინისტრმა, ნათია თურნავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება. პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ეს ინფორმაცია ნათია თურნავამ მედიასთან არც უარყო და არც დაადასტურა. მმართველ პარტიას ეკონომიკის ექს-მინისტრი ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრად შეჰყავს. თურნავას დასანიშნად პარლამენტმა პროცედურები დაიწყო. თურნავას ახლა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. […]
ლეიბორისტი ქეთევან გაზდელიანი მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე დააკავეს
„ლეიბორისტული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან გაზდელიანი მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი მალევე დატოვა, პატიმრობაში კი ოფიციალურად მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა. პოლიტიკოსი უკვე რამდენიმე თვეა, ბრუკლინში ცხოვრობს. გაზდელიანი ახლა იმ ქართველებს უზიარებს თავის გამოცდილებას, ვისაც ამერიკაში მექსიკის საზღვრით სურთ გადასვლა. „ამერიკაში რომ ჩამოვედი, 0$ მქონდა, არავინ არ მყავს აქ, არც ტანსაცმელი მქონდა, მექსიკაში […]
“სუიციდი გამორიცხულია, ილია ელოშვილს იარაღი შემთხვევით გაუვარდა”
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა. “ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, […]
საქართველომ 5 მოსამართლე აშშ-ში ორთვიან კურსებზე არ გაუშვა
“ქართული ოცნებისა” და სასამართლოში არსებული “კლანის” გადაწყვეტილებით, 6 მოსამართლე აშშ-ში კვალიფიკაციას ვეღარ აიმაღლებს. მას შემდეგ, რაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები გაეშვა. ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, […]
ნიკოლოზ წულუკიძე ეთერს უბრუნდება
ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება. ამის შესახებ „იმედის დღის“ თანაწამყვანებმა რამდენიმე წუთის წინ მაყურებელს აცნობეს. „ხვალ ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, განსაკუთრებული დღეა. გარდა იმისა, რომ ხვალ 26 მაისია, ხვალიდან ნამდვილი ჰარმონია დაბრუნდება ჩვენს სტუდიაში. ხვალ ჩვენს ნიკოლოზთან ერთად მოგესალმებით. ხვალ ჩვენი ნიკოლოზი ხვალიდან ჩვენი მაყურებლის წინაშე იტყვის, რომ 12 საათი და 30 წუთია და ჩვენ […]
ქიბარ ხალვაში შეიძლება “მთავარი არხის” მმართველობაში შევიდეს
ახალი სპეცოპერაცია “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ – როგორ აპირებს ხელისუფლება შეაღწიოს “მთავარი არხის” მართვაში?! – ხმაურიანი რეპორტაჟი “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ მოამზადა. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის ციხეში გაშვების გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სამ საათში, “რუსთავი 2”-ის მფლობელი ჩნდება – ქიბარ ხალვაში, ნიკა გვარამიასგან “რუსთავი 2”-ისთვის მიყენებული “ზარალის”, 6,7 მილიონი ლარის ანაზღაურებას მოითხოვა. “ტვ პირველის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებების […]










