ლეიბორისტი ქეთევან გაზდელიანი მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე დააკავეს

ლეიბორისტი ქეთევან გაზდელიანი მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე დააკავეს„ლეიბორისტული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან გაზდელიანი მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე დააკავეს.

მან წინასწარი დაკავების იზოლატორი მალევე დატოვა, პატიმრობაში კი ოფიციალურად მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.

პოლიტიკოსი უკვე რამდენიმე თვეა, ბრუკლინში ცხოვრობს. გაზდელიანი ახლა იმ ქართველებს უზიარებს თავის გამოცდილებას, ვისაც ამერიკაში მექსიკის საზღვრით სურთ გადასვლა.

„ამერიკაში რომ ჩამოვედი, 0$ მქონდა, არავინ არ მყავს აქ, არც ტანსაცმელი მქონდა, მექსიკაში ყველაფერი გადამიყარეს.

თავიდან ქართველებთან ვმუშაობდი, უსაშინლეს სიტუაციაში მოვხვდი. ახლა გადმოვედი ორ ადგილას, ერთგან კარაოკეს წამყვანი ვარ, მეორეგან ბარში ვიწყებ მუშაობას.

მე პატარა გოგო მარტო ჩავედი მექსიკაში. საბუთები უნდა გქონდეთ მოწესრიგებული.

მკითხეს, რამდენ ხანში გამოგიშვესო? მე 1 დღეში ოფიციალურად გამოშვებული ვიყავი, ჩემი საბუთების წერა დაასრულა ამერიკელმა ოფიცერმა, იქ ბაზაში FBI გამოწმებთ როგორც კი ბარდებით, იქ თვითონ მკითხა პოლიტიკოსი ხარო? მე გამიმართლა ძალიან. ორსულ ქალებთან ერთად გამომიშვეს, მაგრამ იქ იყვნენ ქართველი ქალები, რომლებიც 2 კვირა იქ იყვნენ მაგრამ ჯერ არ ჰყავდათ გამოშვებული.

ერთ დღეში ოფიციალურად გამომიშვეს და ერთი დღე ველოდებოდი ავტობუსის რიგს.

სასაცილო რაღაცები გადამხდა მექსიკაში, მეგონა, რომ ფილმში ვიყავი. მე თბილისში ფიზიკურად ვეღარ ვიცხოვრებდი, უბრალოდ ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, 17-ში სასამართლო მაქვს და მანამდე ამაზე საუბარი არ მინდა. თუ მოვიგებ, შემდეგ ვისაუბრებ“, – ჰყვება ქეთევან გაზდელიანი.

ქეთევან გაზდელიანი „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად 2021 წლის 9 სექტემბერს დაასახელა.

პრაიმ ტაიმი