ნათია თურნავა შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დანიშნონ

ნათია თურნავა შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დანიშნონხელისუფლებამ ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი შეარჩია. შესაძლოა, ეკონომიკის ექს-მინისტრმა, ნათია თურნავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება.

პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ეს ინფორმაცია ნათია თურნავამ მედიასთან არც უარყო და არც დაადასტურა. მმართველ პარტიას ეკონომიკის ექს-მინისტრი ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრად შეჰყავს. თურნავას დასანიშნად  პარლამენტმა პროცედურები დაიწყო. თურნავას ახლა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

რა მოხდება მომავალში, ახლა ამ სპეკულაციებს ვერ გავაგრძელებ – ასე პასუხობს ნათია თურნავა ჟურნალისტების დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, რომ ეკონომიკის ექს მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ვიხილოთ.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და საშუალება მომეცა, დიდი გამოწვევის წინაშე ვიდგე, შევუერთდე ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდს, თუ პარლამენტი მხარს დამიჭერს.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ინფლაცია.  კითხვა, (გახდება თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) არარელევანტურია, მე წარდგენილი ვარ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ჩემთვის დიდი პატივია, გუნდს ამ სტატუსით შევუერთდე.

ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. რა იქნება მომავალში, ამ სპეკულაციებს ვერ გავაგრძელებთ – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამდე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უსმენდნენ.