კატეგორია: აქტუალური

ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ – ზუგდიდში – მელია, მთაწმინდაზე – შავგულიძე

“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში ისინი საარჩევნო რინგზე საერთო კანდიდატით ავლენ. უკვე გარკვეულია მარათონის მონაწილეებიც. ზუგდიდში ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა, მთაწმინდაზე კი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელსაც ევროპელები ლობირებენ. ირაკლი ალასნიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ სწორედ ის თავმჯდომარეობს. თუმცა, ეს შეთანხმება მოქმედებს […]

არჩილ თალაკვაძე გაქურდეს – ქურდები მე-3 სართულზე ვერანდიდან შევიდნენ და იარაღი და ფული მოიპარეს

საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფომირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. მძარცვლები მე-12 კორპუსის მე-3 სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში, ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა. კურიერი ინფორმაციის გადასამოწმებლად თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს ამ თემაზე ხვალ გააკეთებს. “გვეგონა, სპეცოპერაცია ტარდებოდა, იმდენი პოლიცელი იყო, მთელი […]

რუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთთან – შეშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შეიარაღებული ფორმიანები სატვირთო მანქანებით იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ სათვალთვალო კოშკურა ააგეს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ოკუპანტების მობილიზების მიზეზებზე, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც გორის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, ოკუპანტებს მავთულხლართებით შემოსაზღვრული ტერიტორია არ გადმოუკეთავთ. მისთვისაც უცნობია, […]

კიბერთავდასხმა თიბისიზე და 4 წერილი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიწერა

„ტვ პირველი“ 4 წერილს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე არაერთი შეტყობინება გაიგზავნა. მესამე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება. მომდევნო წერილში ხაზარაძე გიორგი გახარიას სწერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის […]

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 34.9 პროცენტით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღსანიშნავია, რომ […]

პანიკა მსოფლიოს ავიაციაში – ჩინეთმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა

ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა, ვინაიდან მსგავსი მოდელის ლაინერმა გუშინ ავიაკატასტროფა განიცადა. შეგახსენებთ, ეთიოპიიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა. ლაინერი ადის აბებადან ნაირობიში მიფრინავდა. ბოლო ხუთი თვის მანძილზე ეს ბოინგ 737-ის რიგით მეორე კატასტროფა იყო. ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი ავიახაზებს შეატყობინებენ […]

ივანიშვილი პრემიერად გიორგი ბაჩიაშვილს ნიშნავს?

მმართველ პარტიაში ისეთი ამბები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. “ოცნების” შემქნელი ვითარების გამოსწორების მიზნით ყოველ დილით მიდის პარტიის ოფისში და თათბირებს ატარებს. მარტო თათბირების ჩატარება საქმეს არ შველის, ამიტომაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგას. შექმნილი ვითარებიდან ყურადღების გადატანის მიზნით სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ მთავრობის მეთაური გიორგი გახარია […]

2020-ში მარცხის შიშით, ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას განიხილავს

„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს და პარტიის მობილიზებისთვის ემზადება. ივანიშვილმა პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა და მას პოლიტიკური მდივნის პოსტი ჩააბარა. რა გეგმები აქვს ივანიშვილს და როგორ აპირებს დაშლის პროცესში მყოფი მმართველი გუნდით ხელისუფლების შენარჩუნებას?„ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას ჩატარებას განიხილავს. როგორც კულუარებში საუბრობენ, „ქართულ ოცნებას“ 2020 წლისთვის კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური დღის […]

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს. რა გახდა საკადრო ცვლილების კონკრეტული მიზეზი ამის შესახებ მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა “პრაიმტაიმის” წყაროს ცნობით, ქობულიას შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის უახლოეს ხანში ოფიციალურად გახმოვანდება. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.

გია ხუხაშვილი – „ამ ქვეყნის უმეტესობა მგელს ხელისუფლებაში უფრო ხედავს, ვიდრე ამ გაუგებარ სააკაშვილში“

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ნეგატიურ კამპანიაზე, ხისტ რიტორიკაზე, ძალადობრივ ინციდენტებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ცესკოს წევრების გაუმჭვირვალობაზე. ანგარიშში მოხვდა მთავრობის გადაწყვეტილება საბანკო ვალების ჩამოწერის საკითხზეც, რაც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელთან. თუმცა, დოკუმენტი იწყება ტექსტით, რომ დარღვევბისა და ინციდენტების მიუხედავად, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რა გზავნილები […]