კატეგორია: აქტუალური

ნიკა მელია: „ხაზარაძე და ჯაფარიძე ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას“

„თიბისი ბანკის“ საქმე – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე და აბდრი ჯაფარიძე დააკავონ. მელიას თქმით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანი ბანკის ხელში ჩაგდებაა. მისი სურვილია ასევე ანაკლიის პროექტის ჩაშლა: „ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს,რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, […]

მამუკა ხაზარაძის სკანდალური წერილი თანამშრომლებს – „ვერ დავუშვებთ, დაეპატრონონ ჩვენს ბანკს… ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე ამ უთანასწორო ბრძოლაში“

“რუსთავი 2” სკანდალურ წერილს აქვეყნებს.სადაც TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მიერ ზეწოლას ადასტურებს. თანამშრომლებისთვის დაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება. წერილი, რომელიც ექსკლუზიურად “კურიერმა” მოიპოვა, მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ […]

მამალოები წარწერით Stop Russia – 11 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძის ბიზნესი

გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება Youtube-დან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას. 11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო. რეპორტაჟი გიორგის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალმა […]

სანდრო ბრეგაძე – “ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე”

რატომ გადაეკიდა ივანიშვილი ხაზარაძეს, რას ითხოვდა ვანო ჩხარტიშვილი, რა ხდებოდა ანაკლიის პორტის გარშემო მთავრობაში, რას ვერ ხვდება “ოცნების” ლიდერი, რატომ არის რევოლუცია გარდაუვალი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება. სანდრო ბრეგაძე: – ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის წინა პერიოდია. სამწუხაროდ, ამას ყველაზე ნაკლებად ბიძინა ივანიშვილი ხვდება. ის იმიტომ ვერ ხვდება ვერაფერს, რომ […]

პაატა შეშელიძე – „ხაზარაძე სასათბურე პირობებში მუშაობდა, ახლა კი შედეგებს იმკის”

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. სებ-მა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დაასახელა. საუბარია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ბანკის დამფუძნებლებს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თუმცა არის მსჯელობა იმაზე, რომ ეს არის ბიძინა […]

რამაზ საყვარელიძე – “სააკაშვილის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა არ არის”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, გაზაფხულისთვის ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს აანონსებს. სააკაშვილი ემიგრანტებთან ერთად დაბრუნებით იმუქრება. ეს მორიგი ცრუ დაპირებაა თუ შეიძლება მართლაც აწყობდეს პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად დაბრუნება? – რა დასაყრდენი აქვს საქართველოში სააკაშვილს?! ენდიაის კვლევებით ჩვენ ვნახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე მიუღებელი პარტია. – თუმცა, […]

კახა ბექაური მაგთის წინააღმდეგ – “თქვენ ბოროტად იყენებთ მნიშვნელოვან ძალაუფლებას”

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება შეუჩერა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ გადაწყვეტილება მომხარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. კახა ბექაური ამბობს, რომ ერთი მხრივ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება მომხარებლებს აყენებდა ზიანს, მეორე მხრივ კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა, ვინაიდან 18 თებერვლიდან პატარა ოპერატორების აბონენტები დიდი ოპერატორის ქსელში 0 თეთრის ნაცვლად 24 თეთრად […]

ალეკო ელისაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი გაბანძდა… გედი ფოფხაძესა და ეკა ბესელიასაც კი ლაგამი ვერ ამოსდო“

“ბიძინა ივანიშვილი გაბანძდა! ვეღარ ზის პარტიაში ქურდად! გედი ფოფხაძეს და ეკა ბესელიასაც კი ლაგამი ვერ ამოსდო“, – განაცხადა  ალეკო ელისაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში.

„უპატარძლო ქორწილია“ – სალომე ზურაბიშვილს უშიშროების საბჭოში არ უშვებენ

ჩვენი ხელისუფლების ქმედება კრილოვის იგავს მახსენებს „გედის, კიბორჩხალას და ქარიყლაპიას“ შესახებ, ყველა სხვადასხვა მხარეს რომ ექაჩება, სწორედ ამ პრინციპით აწყობენ სახელმწიფოს მმართველობას, ამიტომ არის რომ ჭაობში ვართ და არაფერი ვითარდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს კომენტირებისას განუცხადა. „ასეთი ტიპის საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის ფორსმაჟორულ, ანუ კრიზისულ სიტუაციებში პროცესების მართვა. ეს არის პროცესი, როცა […]

დავით დარჩიაშვილი – “ახლა უნდა ბესელიას დაგვაჯეროს, რომ პრინციპული ადამიანი გახდა?!”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას? ის ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათთან ერთად აპირებს საქართველოში დაბრუნებას. მანამდე კი ევროპის შუაგულში ვნახეთ “ქართული ოცნებისა” და სააკაშვილის მომხრეების დაპირისპირება. – ეს მეორე ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, […]