კატეგორია: აქტუალური

რომან კაკულიამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა – “მე არ მინდოდა მათთვის სიტყვის არმიცემა”

ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი განმარტებით, დღევანდელ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე იმიტომ არ შედგა, რომ საკუთარ თავზე არ აიღო ბანკზე უარყოფითი გავლენის შესაძლო რისკი. […]

“ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, კერძო ბანკებს ჭკუა ასწავლოს”

“ახალი თაობის” კითხვებს თიბისის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს. – ბატონო დემურ, თქვენთვისაც ცნობილია, რა პროცესებიც ვითარდება თიბისი ბანკის გარშემო. თავად ბანკის ფუნქციონირებას ხომ არ შეექმნება პრობლემები? – მე არა მგონია, რომ თიბისი ბანკს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცალკეული ბანკირებისა და ტოპმენეჯერების მიმართ, მათ შორის საუკეთესო ბანკებთანაც […]

საპატრიარქო – მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და არ მოერიდნენ შანტაჟს

პატრიარქის მოსაყდრის მრჩეველმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს განცხადება, რომელიც მსჯავრდებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს ეხება საზოგადოებას გააცნო. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ […]

 პაპუაშვილი ივანიშვილს ეჩხუბა და დაემუქრა?

შუშის სასახლეში, პარასკევს გამართული მძიმე შეხვედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მაშინაც ითქვა, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს, რომლებიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერდნენ განმარტებებს სთხოვდა. წყაროს ცნობით, ექსპრემიერმა კობახიძის მხარი ღიად დაიკავა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ივანიშვილს გააცნო და შეახსენა, რომ “ქართული ოცნება” […]

მამუკა არეშიძე – “ხაზარაძის მდგომარეობა მისმა კვირიკაშვილთან მეგობრობამ შეარყია”

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის მიერ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. – ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ხსნით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას? რატომ თმობს პოზიციებს? – მართალი გითხრათ, ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა. ბევრი კითხვაა, რომელიც პასუხგაუცემელია. თუმცა, მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებით, ერთ კითხვას პასუხი ნამდვილად გაეცა. – რას გულისხმობთ? – საზოგადოების ნაწილი, […]

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

მამრთველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. საპარლამენტო უმრავლესობის რიგები 115 დეპუტატიდან სამმა: ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. აღნიშნული საჭირო ხმების ¾-ზე ნაკლებია.

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა – “მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა. „მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, – განაცხადა ბესელიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე […]

გიორგი კაპანაძე – “პრესა.ჯი-ს ტერაქტით ემუქრებიან”

პრესა.ჯი-ს “შარლი ებდოს” ანალოგიური თავდასხმით ემუქრებიან – მუქარის წერილი რედაქციის მეილზე მივიდა. საინფორმაციო პორტალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. მუქარას გიორგი კაპანაძე მათ საქმიანობას – ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციულ და ქონების მიტაცების საკითხებთან დაკავშირებით დაწერილ სტატიებს უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით presa.ge დღესვე აპირებს ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის საელჩოსაც. “ჩვენ მივიღეთ მუქარის სემცველი წერილი, […]

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. აღარ განვმეორდები, […]

“ოცნება” ბესელიას გუნდს გაემიჯნა – “მათ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საჯარო სივრცეში […]