“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” გუნდში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანები მაინც დაინიშნებიან უვადოდ უზენაეს სასამრთლოში, ის ვეღარ ხედავს თავის თავს ვერც ამ პოლიტიკურ ველზე და ვერც პარტიაში. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ, მოვლენები შეიძლება ამ მიმართულებით განვითარდეს? – ამაზე ჯერ […]
კატეგორია: აქტუალური
სააკაშვილი – “დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ”
რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ – უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ამისთვის სიტუაცია უნდა მოვამზადოთ, – აღნიშნული განცხადება დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. “რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ […]
სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ზვიად კუპრავაც გაემგზავრა – ვიდეო
გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ზვიად კუპრავა ლიეჟში გაემგზავრა. ის კვირას მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. თავად კი აცხადებს, რომ ის ემიგრანტებთან ექსპრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სამომავლო გეგმებზე უნდა ისაუბრონ. კუპრავა აცხადებს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას სააკაშვილის მიერ შექმნილი აჭარის მოდელირებული მთავრობის შესახებ. ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის […]
დიმიტრი ბიძინაშვილი – “ივანიშვილმა კალაძეზე შური იძია”
დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რა ხდება სინამდვილეში, რა გაუბედა ივანიშვილს კალაძემ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. – ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავებას მეოცნებეთა შორის დიდი ამბები მოჰყვა – კორუფციის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლაო. ამ დაკავებამდე ერთი დღით ადრე სუსმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა. მართლა დაიწყეს კორუფციის წინააღმდეგ […]
ირაკლი კობახიძეზე შესაძლოა, საქმე აღიძრას – „კაბელების საქმის“ ადვოკატი პროკურატურას მიმართავს
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქმეზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც “ნიუპოსტს” ლევან სამუშიამ განუცხადა, საქმის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ედო და არავის ჰქონდა მისი გაცნობის უფლება. სამუშიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ე.წ. კაბელების საქმეს თავიდანვე პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი […]
დიმიტრი შაშკინი – „განათლების ამ რეფორმით ნიშნებს დაწერენ გოჭებით, ბამბანერკებით და ფულით”
განათლების სამინისტრომ 28 იანვარს განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები გამოაცხადა. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ, ხოლო 2020 წლიდან ისინი მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდება. ამას გარდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს სავალდებულო აღარ იქნება გამოცდა ზოგად უნარებში და ამას უნივერსიტეტები გადაწყვეტენ. უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამატონ სხვა საგანი. ეროვნული გამოცდებისას სავალდებულო იქნება გამოცდის ჩაბარება 3 საგანში […]
თინა ბოკუჩავა: „ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა კომპრომატები ჰქონდეს“
ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა ე.წ. კომპრომატები ჰქონდეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სუს-მა ბიძინა ივანიშვილისდავალებით გაავრცელა, რათა რიგით მოქალაქეებზე მომხდარიყო ჯოხის გადატეხვა. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო თავად ბიძინა ივანიშვილისდავალებით გაავრცელა სუს-მა, რადგან ამას ჰქონდა […]
გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდა
“წელს გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება” – ინფორმაცია ამის შესახებ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება. სწორედ ეს გახლავთ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება არ არის განათლების მიღების მოტივატორი. მინდა […]
მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილს 10 მილიარდი საიდან აქვს, არ ვიცი”
რას აპირებს ოპოზიცია და რატომ გააქტიურდა სააკაშვილი? ამ საკითხებზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება. – ბატონო მამუკა, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად იქცა მოსამართლეთა დანიშვნის წესი. რა ხდება რეალურად? – განსაკუთრებული არაფერი ხდება, ის, რაც ხდებოდა გასული 25 წლის განმავლობაში. საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს ისე მოიწყოს ვითარება, რომ მაქსიმალურად დიდხანს […]
დიმიტრი გვრიტიშვილი – “პირადი ჩანაწერის გავრცელება ბესელიას აძლევს ხელს”
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, მხრიდან მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ ღია კრიტიკას გადაცემა არჩევანში ეხმაურება. ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ სასამართლოში არის ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. გვრიტიშვილი ბესელიას და მის თანამოაზრეს, დავით ჭიჭინაძეს, მოსამართლეების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს. მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თითქოს, ეკა ბესელიას პირადი […]










