ნონა ცაბაძე, ახალი თაობა პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, მგზავრებს ქუჩაში მომსახურებას ვეღარ გაუწევენ მარჯვენასაჭიანი ტაქსები. სავალდებულოა, ტაქსები თეთრი ფერის იყოს. გარდა ამისა, ტაქსს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. მსგავსმა რეგულაციებმა თბილისში ტაქსის საფასური საგრძნობლად გაზარდა. მგზავრები ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თბილისის […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებასთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის […]
საქართველოს ბანკს Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019 –ის ჯილდო გადაეცა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ბანკს ჯილდო 2019 წლის სექტემბერში ლონდონში გამართულ დაჯილდოებაზე გადაეცა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და […]
რძის პროდუქტების ფასი 14.6%-ით გაიზარდა, პურის და პურპროდუქტების – 10.8%-ით
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 […]
სულხან გვალია: ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ
საქართველოს ბანკში ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. როგორც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ განმარტა, სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც გამოიწვია დოლარზე რეზერვის შემცირება და ლიკვიდურობის შეწონვა. „ეს ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს […]
საქართველოს ბანკისა და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“-ს ერთობლივი შეთავაზება მათთვის – ვისაც გუდაურში ბინის შეძენა სურს
საქართველოს ბანკი და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“ ერთობლივი აქციის შესახებ აცხადებს. მომხმარებელს, რომელსაც სურს ინვესტიციის სახით უძრავი ქონების შეძენა, შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს საინვესტიციო, გამარტივებული ლარის ან მის შემოსავლებსა და სურვილებზე მორგებული სხვა ტიპის იპოთეკური სესხით; კომპანია „რედკო“ კი მათ სთავაზობს გარემონტებულ ბინებს ახალ გუდაურში, თეთრი კარკასის ფასად. ყველაზე კარგი ინვესტიცია უძრავი ქონების შეძენაა, რომელსაც გააქირავებ და […]
1 ოქტომბრიდან ახალი 10 ლარიანი ბანკნოტები შემოდის
ახალი 10-ლარიანი ბანკნოტი მიმოქცევაში 1 ოქტომბრიდან ჩაეშვება. შესაბამის დადგენილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უკვე მოაწერა ხელი. “2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, №1 და №2 დანართებში მოცემული დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით, გამოშვების წლით „2019“. საქართველოს ტერიტორიაზე 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის […]
საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ბანკის ინიციატივით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანია უცხოელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემის, სტაბილური მაკროეკონომუკური გარემოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაცნობა. ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით […]
საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, შშმ პირების დასაქმებას. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება. ეს არის ეკონომიკური და სოციალური მიზანი. […]
საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო
Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს“, […]










