საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც […]
კატეგორია: ეკონომიკა
დავით ნარმანია იმუქრება – ელექტროენერგია შეიძლება გაძვირდეს
„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ „მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე“. „ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და […]
„ქართუმ“ ინტერნეტიზაცია, $150 მილიონის ნაცვლად, 3 მილიონი ლარით დააფინანსა
„ქართუმ“ ინტერნეტიზაციის პროექტი დაანონსებული $150 მილიონის ნაცვლად, ჯერჯერობით, 3 მილიონი ლარით დააფინანსა. 3 მილიონი ლარის პროექტში დახარჯვის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გაჟღერდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გერმანულ კომპანიას გადაუხადეს, რომელმაც გამოიკვლია, რომელ ქალაქებსა თუ სოფლებში იყო ინტერნეტზიაციის საჭიროება. „ფონდი “ქართუ” ყოველთვის გვერდში ედგა სახელმწიფოს და იქ ეხმარება, სადაც მას უჭირს და არ აქვს […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს და კიევში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართება. 2019 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ: „თაფ თექსთი” – TapText – […]
წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი
წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი, თუმცა ამ ეტაპზე ფასის დამატებით ზრდა მოსალოდნელი არაა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მალხაზ დოლიძემ განუცხადა, გაზრდილია დამხმარე მასალების ფასები, რაც პურის საბოლოო ღირებულებაზე აისახება. “წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი. ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ფქვილის ფასებია შეცვლილი, რაც პურის ფასებზე აისახა ასორტიმენტების მიხედვით. გაძვირებულია შესაფუთი მასალა, პრობლემებია […]
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stockholm Food and Wine 2019-ზე დასასწრებად გაემგზავრება. ფართომასშტაბიანი გამოფენა 8-10 ნოემბერს ჩატარდება. ყოველწლიურად ღონისძიებას 30-35 ათასამდე სტუმარი სტუმრობს. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს […]
საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება
საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა
საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის „ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ღონისძიებას 10 000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი და ფესტივალის 200-მდე მონაწილე დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ღვინო და ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული […]
დავით მესხიშვილი – „ტაქსის ფერი შეიცვალა, მგზავრობის ფასი გაიზარდა, მაგრამ ხარისხი უცვლელი დარჩა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ერთ კვირაზე მეტია, რაც დედაქალაქში ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა. ამ პროცესმა ტაქსების გაძვირება გამოიწვია, შედეგად გაიზარდა ნაკადი ავტობუსებსა და მეტროში, რომლის ხარისხთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილი „ახალი თაობასთან“ ინტერვიუში მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და ასევე იმაზე, ხომ არ ჩნდება კორუფციის ნიშნები ტაქსების […]
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის 150 მილიონიანი პროექტი შეაჩერა
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა, რეალურად ამ დრომდე არ დაძრულა. 5 წლის თავზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტს „შეჩერებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამო, თავადაც უკმაყოფილოა. მინისტრი ირწმუნება, რომ უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. “საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის […]










