საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართასაქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის „ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ღონისძიებას 10 000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი და ფესტივალის 200-მდე მონაწილე დაესწრო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ღვინო და ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები. მოეწყო შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საუკეთესო ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობაში, შეჯიბრებასა და გასართობ თამაშში, მოესმინათ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა