“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ჰოლდინგის” სახელით დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით. „მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა […]
კატეგორია: ეკონომიკა
თორნიკე აბულაძე – “სამშენებლო სექტორში გაყიდვები 40%-ით არის შემცირებული“
„საბანკო რეგულაციების გამო გაყიდვები 40%-ით არის შემცირებული“. ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელმა და „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციები აუცილებლად შესარბილებელია და ყოველდღიური მოლოდინი აქვს, რომ ეს მალე მოხდება. „იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციები უნდა შერბილდეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სექტორში გაფუჭებული კრედიტის პორტფელი რეგულაციების შემოღებამდე 0.98% […]
საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR – გადახდებს ნერგავს
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს. მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR – გადახდების დანერგვაზე აცხადებს. QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ […]
სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია 2-ჯერ შემცირდა
მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული სახელმწიფო ქონების ღირებულება 35 457 138 ლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ ჩამორჩება. ინფორმაცია, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში პრივატიზებული სახლემწიფო ქონების შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბეის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს პირველ […]
საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა […]
საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) ქვეყანაში ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს
საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს. პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, როგორც მომხმარებლებს (C2C), ასევე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C). აღსანიშნავია, რომ პლატფორმას თვეში დაახლოებით 350,000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80,000 მომხმარებელი, განთავსებულია 100,000-ზე მეტი დასახელების […]
მიწის ნაკვეთი ბახმაროში, რომელიც მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად გადასცა, 7 მილიონ ლარზე მეტი ღირს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43.269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7.123.400 ლარი ღირს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით […]
საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება
საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელი მხარს უჭერს კონფერენციას, რადგან საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე, სასტუმროების მშენებლობის დასაფინანსებლად განხორციელდა 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით. […]
საქართველოს ბანკი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს
საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს. პროგრამის მიზანია, სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის წარმატებული მონაწილეები კი საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს […]
მშენებლობაზე დასაქმებულმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით – 12 745 ადამიანით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში 63 837; ხოლო მე-4 კვარტალში – […]










