ბადრი ჯაფარიძე – ”თიბისის აქციები არ გაგვიყიდია, 10 მილიონი უბრალოდ ვისესხეთ”

ბადრი ჯაფარიძე - ”თიბისის აქციები არ გაგვიყიდია, 10 მილიონი უბრალოდ ვისესხეთ”„თიბისის” აქციების გასხვისება არ მომხდარა, 10 მილიონი დამატებით გვჭირდებოდა ანაკლიის პორტისთვის და ვისესხეთ, შემდგომში კიდევ იქნება თანხა საჭირო,“ – ამის შეახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ აქციების გასხვისება არ მომხდარა. ჯაფარიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო გახდა დამატებით 10 მილიონი და მისი სესხება მოხდა.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, შემდგომ ეტაპზეც იქნება თანხები საჭირო და ეს ჩვეულებრივი პროცესია.