საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში – „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, […]
საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის Facebook-ის საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace შეიძინა
საქართველოს ბანკმა, თანამშრომლებისთვის, ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის Facebook-ის ბიზნეს საკომუნიკაციო პლატფორმა, Workplace შეიძინა და დანერგა. დღეიდან მთელი ბანკის მასშტაბით ამოქმედდა თანამედროვე და მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საკომუნიკაციო პლატფორმა. დინამიკური საკომუნიკაციო არხი ქმნის თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, ბანკის თანამშრომლები ორგანიზაციის შიგნით არსებული ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვასა და უკუკავშირის მიღებას შეძლებენ. საქართველოს […]
ქობულია – ”სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმის ბუდეა”
“სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს” – ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში გააკეთა. ქობულიამ მოხსენებისას სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მან სახელმწიფო კომპანიებში არსებულ კორუფციის პრობლემაზე ისაუბრა. “სახელმწიფო კომპანიები დღესაც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს. სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციისა და სახელმწიფო კომპანიების, ნაწილობრივ მაინც, პრივატიზაციის გარეშე, […]
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” აშენდება
საქასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ორთაჭალაში 17-სართულიანი, 164-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია „RRestate“ ახორციელებს. ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწის ნაკვეთზე სასტუმრო აშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი პარკის გაშენებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას დაეთმობა. სასტუმროში განთავსდება 2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევს ხელოვნური ჩანჩქერი, რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ […]
რატომ გაძვირდა საწვავი?
საწვავი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-15 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს მოქმედი მაქსიმალური ფასებია: 1 ლიტრი ევრო-რეგულარი – 2.44 ლარი, პრემიუმი – 2.54 ლარი, სუპერი – 2.64 ლარი, დიზელი – 2.64 ლარი. საწვავის გაძვირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. როგორც ვანო მთვარელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ფასის ზრდა განპირობებულია S&P Global Platts-ის […]
საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციურ საკომუნიკაციო პლატფორმას Workplace-ს ნერგავს174
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმის – Workplace-ის დანერგვის შესახებ განაცხადა. Workplace-ი Facebook-ის მიერ შექმნილი ბიზნეს პლატფორმაა კომპანიებისთვის. Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთანავე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა, უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი […]
რომან გოცირიძე – “ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ბრალია”
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, ლარი გაუფასურებას განაგრძობს, პრობლემები იზრდება. არც ეკონომიკის მინისტრის გაშვებამ გვიშველა და არც ახლის დანიშვნამ. რა ხდება, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ? – მთავრობას არავითარი გეგმა არა აქვს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის. აგერ ისე გაანთავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი, რომ რაიმე ოფიციალური, ლოგიკური […]
,,მისო მო მანი კრედიტი” კოტრდება
საქართველოში ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კოტრდება. კერძოდ, საუბარია შპს ,,მისო მო მანი კრედიტზე“. როგორც 30 აპრილის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, სასამართლოს 12 აპრილს ორგანიზაციის ლიკვიდატორმა თინათინ გაბოძემ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართა და ,,მისო მო მანი კრედიტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება მოითხოვა. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს […]
ლარი რეკორდულად დაეცა – ბანკები 1 დოლარს 2.77-დ ყიდიან
ლარი ისევ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარია. 1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა. ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.74 ლარია. გაცილებით მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.77 ლარად ყიდის, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ 2.73 თეთრს შეადგენდა.










