სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ჩაჩანიძის განცხადებით, ე.წ. “წყნეთის სამთავრობო აგარაკები” საპრივატიზაციოდ მზადაა. ამის შესახებ მან bm.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, მაგრამ ობიექტის საწყისი ფასი ვერ დაასახელა. – წლებია, გვესმის საუბრები იმის თაობაზე, რომ იყიდება ე.წ. “წყნეთის სამთავრობო აგარაკები”… რა ხდება, მზადაა ობიექტი გასაყიდად? – წყნეთის სამთავრობო რეზიდენციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საინვესტიციო წინადადებების […]
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო
საქართველოს ბანკი კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის „CSR ჯილდო 2019“-ის გამარჯვებულია. კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც საქართველოს ბანკმა ჯილდო მიიღო, ეს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა. „განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე […]
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა. ხუთვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული, პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. სასტუმროში რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია. ასევე, განთავსებულია: […]
მაგთი ძვირდება?
სილქნეტის მიერ ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ ქართულ ინტერნეტ და მობილურ ბაზარზე ორი უმსხვილესი მოთამაშე დარჩა, ორივე თავის მხრივ ფლობს ინტერნეტს, ტელევიზიას და მობილური კავშირის ყველაზე დიდ წილს. შესაბამისად, მონოპოლია თუ არა, მინიმუმ კვაზი მონოპოლია სახეზეა, მითუმეტეს რომ ჩვენი ინსაიდერის განცხადებით ბილაინის ყიდვას მაგთი, მასთან აფილირებული კომპანიის მეშვეობით ცდილობს და ამით, ფაქტობრივად, ბაზარზე ორ მოთამაშეს დატოვებს, რაც […]
ფადი ასლი – “საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს”
„ერთი რამ ცხადია, საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მეექვსე ადგილზეა. ამას აღარავინ დაიჯერებს. ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უამრავ […]
ირაკლი ლომიძე – “საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება”
“2020 წლისთვის კომპანია kohi.ge-ის მიერ წარმოებული ხის კოტეჯები, საცხოვრებელი სახლები და მინი სასტუმროები, ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება”, – ამის შესახებ Kohi.ge-ის დამძფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის მთავარი სამიზნე პირველ ეტაპზე სამხრეთ ევროპული ქვეყნებია. “ხის სახლები ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, გამომიდნარე იქედან, რომ ქვეყანაში მიგრანტების და მათი განთავსების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ხოლო […]
სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა 1 თვეში 40%–ით გაიზარდა
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში, მიმდინარე წლის მარტში, 124 სესხის გამცემი სუბიექტია რეგისტრირებული. სესხის გამცემი სუბიექტების სებ–ში რეგისტრაცია სავალდებულო მიმდინარე წლიდან გახდა. არსებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ასეთი 11 სუბიექტი იყო, თებერვალში მათი რაოდენობა უკვე 75–მდე გაიზარდა, მარტში კი 124–ია დარეგისტრირებული. რაც შეეხება სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, […]
რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული შუახევიჰესი დღემდე?
შუახევის მუნიციპალიტეტში 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო, დასრულებულად ორი წლის წინ გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციით, „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტისას მთლიანად საქართველოს უნდა დარჩენოდა, ხოლო ჭარბი გამომუშავების დროს თურქეთში ექსპორტი უნდა განხორციელებულიყო. ჰესი ამ დრომდე არ მუშაობს. შუახევში 2017 წლის ივნისში, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის […]
ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
საქართველოს ბანკმა, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 26, 28 და 29 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით. მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 […]
ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა დაუწესა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს კომერციული ბანკების ზედამხედველობის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი შემოიღო. “წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის” შესახებ დებულება საერთაშორისო საბანკო რეგულირების ბაზელ III-ის პაკეტის ნაწილია. მისი ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება და მის შედეგად კოერციულ ბანკებს მოკლევადიან ვალდებულებებთან მიმართებით ლიკვიდური აქტივების მოცულობის სტანდარტები განახლებული წესებით დაუდგინდებათ. ეროვნული ბანკის განცხადება: “საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა […]










